2013.06.17

ზაზა ხატიაშვილი: "მინდა მოგილოცოთ საქართველოს ასლან აბაშიძის პერიოდში დაბრუნება"

ზაზა ხატიაშვილი (photo: ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას ბოლო დროს მიღებული რამდნიმე საკანონმდებლო ცვლილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯებით საქართველო ძალიან მალე დაბრუნდება "ასლან აბაშიძის ეპოქაში".

სრულად კომენტარი
2013.06.16

ინ კონგრეს ვერიტას!

ვასილ მაღლაფერიძე (photo: ) ამერიკის კონგრესიდან წამოსულ განცხადების პროექტს საქართველოში განსაკუთრებული ვნებათღელვა მოჰყვა, რადგან, ერთი მხრივ, მისი შინაარსი თითქოს სინამდვილეს არ შეეფერება და არც ფაქტებს ეყრდნობა, თუმცა, მეორე მხრივ, განცხადება მომდინარეობს იმ ქვეყნიდან, რომელიც მიჩვეულია, რომ სიმართლე ყოველთვის მის მხარეზეა, რის დამტკიცებასაც იოლად ახერხებს ხოლმე მის განკარგულებაში არსებული უზარმაზარი სამხედრო–ეკონომიკური პოტენციალის წყალობით.

სრულად კომენტარი
2013.06.13

საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომიის დასაცავად!

ხარისხი (photo: ) საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილით მიმართავენ, რომლითაც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების პროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერებას ითხოვენ. წერილს, რომელსაც ამ დროისთვის 447 ხელმომწერი ჰყავს, "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ:

სრულად კომენტარი
2013.06.11

კვიტაშვილი: რექტორობის წინაპირობა დოქტორის ხარისხი არ უნდა იყოს

ალექსანდრე კვიტაშვილი (photo: ) საქართველოს მთავრობა პარლამენტს თხოვს, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რომლითაც იცვლება რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამ ცვლილების შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს, რადგან მას დოქტორის ხარისხი არ აქვს. "ნეტგაზეთი" აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სწორედ ალექსანდრე კვიტაშვილს ესაუბრა.

სრულად კომენტარი
2013.06.11

"ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის შემცირება შეუძლებელია"

კობა ლიკლიკაძე (photo: ) "ბათუმელები" ესაუბრა კობა ლიკლიკაძეს, რადიო "თავისუფლების" სამხედრო მიმომხილველს: 

სრულად კომენტარი
2013.06.07

შარაშენიძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მოხვედრა მისიაში მონაწილეობამ განაპირობა

თორნიკე შარაშენიძე (photo:                                 ) საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის კოორდინატორი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად დიდი დანაკლისისა, საქართველოსთვის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია:

სრულად კომენტარი
2013.06.07

პარლამენტარების განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესის თაობაზე

პარლამენტის გახსნამდე (photo: მაია მეცხვარიშვილი) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების- ზაქარია ქუცნაშვილის ,  შალვა შავგულიძისა და ვახტანგ ხმალაძის   გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესის თაობაზე:

სრულად კომენტარი
2013.06.06

ზვიად ქორიძე: ვიდეო–აუდიო ჩანაწერები უნდა განადგურდეს

ზვიად ქორიძე (photo: ) უნდა განადგურდეს თუ არა ფარული ჩანაწერები და რატომ შეიძლება შეცვალოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება? - "ნეტგაზეთის" კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა.

სრულად კომენტარი
2013.06.06

უსუფაშვილი: მეტი დემოკრატია ყველა პრობლემის გასაღებია

დავით უსუფაშვილი (photo: ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიოლის ფონდის მიერ თბილისში 5–6 ივნისს ორგანიზებულ კონფერენციაზე, "სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე", ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანდან და საქართველოდან. "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ უსუფაშვილის გამოსვლის ტექსტს:

სრულად კომენტარი