ახალი ამბები

დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

25 თებერვალი, 2011 • 1546
დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის ”25 თებერვალი და 8 აგვისტო – ისტორიული პარალელები” გამარჯვებულები დააჯილდოვა. ინფორმაციის თანახმად, კონკურსი 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის  გაიმართა და მასში 1000-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.

როგორც სამინისტრო იუწყება კონკურსის მიზანი  მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ისტორიული მოვლენების გააზრების, შეფასებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება იყო.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის, ისე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მნიშვნელობა, შეძლონ ამ ორი მოვლენის შედარება, შეფასება, პარალელების გავლება და მათზე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.

კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა, მათ დიპლომებთან ერთად  ჯილდოებიც გადაეცათ: I ადგილზე გასულ  ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს თორნიკე ბერელიძეს – 500 ლარი, II ადგილზე გასულ თეთრიწყაროს სოფელ მუხათის კოდას საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს ვერიკო აღდგომელაშვილს – 375 და  III ადგილზე გასულ თბილისის №99 საჯარო  სკოლის XII კლასის მოსწავლეს გიორგი ჩაფიძეს – 250 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცათ“,–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი