2013.05.13

"მაესტრო" რეგიონულ ბიუროებს ხურავს

მაესტრო (photo: ) ტელეკომპანია "მაესტრო" ყველა რეგიონულ ბიუროს ხურავს გარდა შიდა ქართლის. ამასთანავე, დროებით შეჩერდა შუადღის გადაცემა. ამის შესახებ "ნეტგაზეთს" ტელეკომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა.

სრულად კომენტარი
2013.05.02

დაირღვა თუ არა ჟურნალისტის უფლებები 1 მაისს

შეუშალეს თუ არა ჟურნალისტებს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში 1 მაისის აქციის დროს და დაირღვა თუ არა მათი უფლებები?  

სრულად კომენტარი
2013.04.30

ქარტიის საბჭოს მოსაზრება "მოამბის" რეპორტაჟზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს , რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების შესახებ არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.

სრულად კომენტარი
2013.04.28

ირმა ინაშვილმა "ობიექტივის" ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ინაშვილი  (photo: ) ირმა ინაშვილმა მედიაკავშირ  "ობიექტივის" ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ნეტგაზეთს"  "ობიექტივის" თანამშრომელმა ანი კიკნაძემ დაუდასტურა. 

სრულად კომენტარი
2013.04.28

მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ფუნქციონირება შეწყვიტა

ობიექტივი (photo: ) მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ფუნქციონირება  შეწყვიტა. "ობიექტივის" წარმომადგენელი ირმა ინაშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს უშუალოდ მისი გადაწყვეტილება იყო: 

სრულად კომენტარი
2013.04.27

ქარტიის საბჭო “მოამბის” რეპორტაჟზე იმსჯელებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, განათლების მინისტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან რეაგირებას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა ქარტიას 24 აპრილს მიმართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის განხილვა და შეფასება სთხოვა. რეპორტაჟი მოზარდზე ძალადობის ფაქტს ეხებოდა.

სრულად კომენტარი
2013.04.25

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს" მე-9 არხისთვის გრანტი არ მიუცია

მეცხრე არხი (photo: ) "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ხელმძღვანელობის ცნობით,  ტელეკომპანია "მე-9 არხისთვის", რომელიც პრემიერ ივანიშვილის მეუღლის - ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებაშია, საგრანტო დაფინანსება არ მიუციათ. ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე "ნეტგაზეთთან" საუბარში განმარტავს, რომ ფონდმა ამ ტელევიზიასთან გააფორმა კონტრაქტი კონკრეტულ მომსახურებაზე და კონტრაქტის ღირებულება 16 500 ლარია.

სრულად კომენტარი
2013.04.25

ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიამ EPF-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე დაფინანსება მოიპოვა

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი (photo: Tazo Kupreishvili) ტელეკომპანია “მეცხრე არხმა”, რომლის 80%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” (EPF)  მიერ გამოცხადებულ ტენდერზე  დაფინანსება მოიპოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის ქონება რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს ითვლის.

სრულად კომენტარი
2013.04.24

მარგველაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთიკური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს

გიორგი მარგველაშვილი (photo: ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 24 აპრილს საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ეთიკური სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა. 

სრულად კომენტარი
2013.04.23

ივანიშვილი: სააკაშვილს ვაღიარებინე, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის

ბიძინა ივანიშვილი (photo: ) პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” მას ეკუთვნის:  

სრულად კომენტარი