მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, საქართველოს პატრიარქს, ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოებს:
სრულად კომენტარი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის დევნის გამო პროკურატურის მხრიდან:
ორშაბათს, 24 ივნისს დაგეგმილია ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც კენჭი ეყრება 17 მაისის მოვლენების შეფასების შესახებ დასკვნის პროექტს, რომლის საბოლოო ვერსიას "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ:
მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების ადეკვატურის შეფასების თხოვნით მიმართეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების ცალმხრივად განხილვას გმობენ და მოუწოდებენ პარლამენტს, შეასრულოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო განხილვისათვის უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ დეკლარაცია შეიმუშავა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას ბოლო დროს მიღებული რამდნიმე საკანონმდებლო ცვლილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯებით საქართველო ძალიან მალე დაბრუნდება "ასლან აბაშიძის ეპოქაში".
ამერიკის კონგრესიდან წამოსულ განცხადების პროექტს საქართველოში განსაკუთრებული ვნებათღელვა მოჰყვა, რადგან, ერთი მხრივ, მისი შინაარსი თითქოს სინამდვილეს არ შეეფერება და არც ფაქტებს ეყრდნობა, თუმცა, მეორე მხრივ, განცხადება მომდინარეობს იმ ქვეყნიდან, რომელიც მიჩვეულია, რომ სიმართლე ყოველთვის მის მხარეზეა, რის დამტკიცებასაც იოლად ახერხებს ხოლმე მის განკარგულებაში არსებული უზარმაზარი სამხედრო–ეკონომიკური პოტენციალის წყალობით.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილით მიმართავენ, რომლითაც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების პროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერებას ითხოვენ. წერილს, რომელსაც ამ დროისთვის 447 ხელმომწერი ჰყავს, "ნეტგაზეთი" უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს მთავრობა პარლამენტს თხოვს, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რომლითაც იცვლება რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამ ცვლილების შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს, რადგან მას დოქტორის ხარისხი არ აქვს. "ნეტგაზეთი" აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სწორედ ალექსანდრე კვიტაშვილს ესაუბრა.