2012.04.21

“ქართული ოცნების” სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება

ბიძინა ივანიშვილი,
დღეს  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობის გამართვაა დაგეგმილი.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

დღეს  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობის გამართვაა დაგეგმილი.

ყრილობა  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 15.00 საათზე დაიწყება.
ყრილობაზე დამტკიცდება ახალი პარტიის წესდება და მიიღებენ დეკლარაციას.

დღესვე ყრილობაზე უნდა აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამინდელი სამართლბრივი ვითარებით ვერ იქნება პარტიის ფაქტობრივი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რადგან  იგი საქართველოს მოქალაქე არ არის.

ქართველმა მილიარდერმა ივანიშვილმა არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ განცხადება  2011 წლის შემოდგომაზე გააკეთა. ამის შემდეგ იგი ამაოდ ცდილობდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რომელიც შეუწყვიტეს.  საქართველომ მოქალაქეობა აღუდგინა მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე გახდება.