ეკონომიკა

2.5 ტონა ხიზილალა ევროკავშირს რუსეთისგან

16 თებერვალი, 2011 • • 3046
2.5 ტონა ხიზილალა ევროკავშირს რუსეთისგან

ხიზილალა
ხიზილალა

2011 წელს რუსეთი ევროკავშირში, სულ მცირე, 2.5 ტონა შავი ხიზილალის ექსპორტირებას ვარაუდობს -ამის შესახებ 16 თებერვალს რუსეთის მეთევზეობის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ანდრეი კრაინიმ განაცხადა.

„ამ წელს ჩვენ 2.5 ტონა ხიზილალის ექსპორტს განვახორციელებთ, არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირში“ – განაცხადა კრაინიმ მთავრობის შეხვედრაზე ფედერაციის საბჭოში. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ არის ასეთი ცოტა რაოდენობის რუსული ხიზილალა მსოფლიო ბაზარზე, კრაინიმ განმარტა, რომ ზუთხის მომწიფების პერიოდი დიდი ხანი გაგრძელდა.  მან შეაქო რუსი მეცნიერები, „რადგან მსოფლიოში მხოლოდ მათ შეუძლიათ ზუთხის კვერცხობის ფაზის გამოცნობა.“

კრაინი ირწმუნება, რომ „ხიზილალა, რომელიც მოსკოვის მაღაზიებსა და რესტორნებში შედის, ლეგალურია.“ ამასთან დაკავშირებით მან ისიც განაცხადა, რომ რუსეთს ზუთხის ლეგალური გასამრავლებელი ფერმაც აქვს და უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ „ხიზილალის რუსი მწარმოებლები შეცდომაში შეიყვანეს უამრავი მარეგულირებელი კანონის გამო და რომ იგი „მეტისმეტად“ რეგულირებულია“.

რაც შეეხება „არალეგალური“ ხიზილალის პრობლემას, კრაინის თქმით,  სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი სააგენტოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. „შემოწმება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 27 კილოგრამზე მეტი შავი ხიზილალაა ამოღებული  მოსკოვის გარეთ, სოფელ ჟუკოვკაში, „არალეგალური“ ხიზილალის გავრცელებისა და გაყიდვის საწინააღმდეგო ოპერაციების შედეგად. ასევე გეგმაშია რუსეთის ყველა ქალაქის შემოწმება“-განაცხადა ანდრეი კრაინიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი