ახალი ამბები

ევროკომისიის წევრებს ოლიგარქების იახტებზე შვებულების გატარება აეკრძალებათ

11 თებერვალი, 2011 • 1231
ევროკომისიის წევრებს ოლიგარქების იახტებზე შვებულების გატარება აეკრძალებათ

ევროკომისიის წევრებს ეკრძალებათ შვებულების გატარება ოლიგარქების იახტებზე და მათივე კუთვნილი თვითმფრინავებით სარგებლობა – ასეთ მოთხოვნას უყენებს მათ ქცევის ახალი კოდექსი, რომელიც, „რია ნოვოსტის“ ცნობით, ევროკომისიაში იქნა შემუშავებული.

2005 წელს ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზოს ევროპარლამენტის წინაშე თავის მართლება მოუხდა იმის გამო, რომ 2004 წლის აგვისტოში  ის და მისი მეუღლე ბერძენი მილიარდერის – სპიროს ლატსის იახტაზე ისვენებდნენ.

ინტერესთა კონფლიქტში დებდნენ ბრალს ვაჭრობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს პიტერ მანდელსონსაც, რომელიც შვებულების დროს, 2008 წელს, რუსეთის „ალუმინის მეფის“ ოლეგ დერიპასკის იახტაზე იმყოფებოდა.

ახალი ქცევის კოდექსის თანახმად, ევროკომისიის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მესამე პირების მასპინძლობით, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამას დიპლომატიური თავაზიანობა მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი