კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
"მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე."
რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა?
ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ მოხდეს წინასაარჩევნოდ სოციალური რეკლამის გამოყენება, ფარული პოლიტიკური რეკლამების წარმოება, იყოს უზრუნველყოფილი დეპატები, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა დაბალანსებულად იქნება წარმოჩენილი ა.შ.
რა შეიცვალა სამეგრელოში ირაკლი ალასანიას ჩასვლის შემდეგ და კვლავ აქვს თუ არა მას ინფორმაცია უკანონო შეიარაღებულ ფორმირებეზე, ასევე, როგორ აპირებს მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ საკითხებზე ”ნეტგაზეთი” კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ესაუბრა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს, ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გაატაროს სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამრღვევი პირების დასჯა.
"ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების მოხშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ავრცელებს.
საია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს გუშინ ღამით ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.
"საქართველოში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი და ძირითადად ქალები შრომობენ, ამიტომ მოყვარულ ქმარს შეუძლია, დაღლილ მეუღლეს ფეხები დაბანოს. მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ფეხები უნდა დაბანონ, თუ სიყვარულით და პატივისცემით არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ,” - აცხადებს მარინა თაბუკაშვილი.
"ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ თანასწორობაა, თანასწრორია ცოლი და ქმარი. საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი - ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია," - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 29 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას.
"იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი უწმინდესობა ერთმნიშვნელოვნლად ბრძანდება უმაღლესი სულიერი ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლისთვის, ასევე ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის, მოგმართავთ, რომ შეაჩეროთ დაპროგრამებული პროვოკაცია და მიმართოთ ღვთის სიტყვა მშვიდობისთვის და ჩვენი მრავალტანჯული, მაგრამ მშვენიერი ქვეყნის სიმშვიდისთვის."
ორგანიზაცია მოუწოდებს გადაცემის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მხარეს - არასრულწლოვნებს, მათ მშობლებს და/ან კონკრეტული სუბკულტურული ჯგუფების წარმომადგენლებს, გაასაჩივრონ გადაცემის მიერ მათი უფლებებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა.
არის თუ არა ქსენოფობური მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის განცხადება, სადაც მან ჯონდი ბაღათურიას ჯონდი ბაღათურიანი უწოდა და "თავის სომხურ აზრზე" დარჩენაში დაადანაშაულა, წიკლაური ამბობს, რომ ეს საკითხი, უმჯობესი იქნება, თავად სულეიმანოვმა განმარტოს.
"მინდა შეშფოთებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გახშირდა ამ ტიპის განცხადებებისა და გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები."
"პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი წარმოადგენს ვერბალურ თავდასხმას სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე, ღიად გამოხატავს რა აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას."
საპატრიარქოს შობადობის პოლიტიკის შედეგი ათასობით ადამიანის ასეთ ოჯახში და დაწესებულებაში გატარებული მწარე ბავშვობაა. ამის თავიდან აცილება კი ეკლესიის მიერ მრევლისთვის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე ნების დართვა და ‘’ოჯახის დაგეგმვაა’’, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენი შვილი უნდა იყოლიო, რამდენის მოვლასაც შეძლებ.
"ერთი წინადადებით რომ ეთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რად უნდოდათ, ასე რომ გაირთულეს ცხოვრება და ამდენი პრობლემები შეიქმნეს?!” – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირვალსავე წელს ცხარე კამათი გვქონდა მე და ნინო ზურიაშვილს გიგა ბოკერიასთან: ვეუბნებოდით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა უნდა დარჩეს ეთერში იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. პასუხი იყო ასეთი: არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან კრიტიკა, და საერთოდაც გვირჩია, ჯობს, პროფესია შეიცვალოთო.
თუ გავიმეორებთ იმ გამოთქმას, რომ ცხოვრება თეატრია, წარმოდგენაა, მაშინ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება - ჩაშლილი სპექტაკლია. ჩაშლილი ციხით, უაზრო აბსტრაქციებით ქვეყნის გაერთიანების, პატრიოტიზმის, რელიგიის შესახებ. არადა, ანშლაგს კი არ ვითხოვთ, არც მაყურებლისთვის თამაშს. უბრალოდ გვინდა თამაშიც დავტკბეთ.