9 მარტს მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.
ბილეთის ფასი 30-დან 75 ლარამდეა. ბილეთები იყიდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში და ონლაინ. კონცერტის ორგანიზატორი Alter/Vision ჯგუფია.
მაკარევიჩის ვიზიტი ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა მუსიკოსის ბენდის ნაწილის თბილისში დროულად ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ კონცერტის ჩატარება 9 მარტს გადაწყდა.
ანდრეი მაკარიჩევი ცნობილი მუსიკოსია, რომელმაც 1969 წელს რუსული როკბენდი Машина времени ჩამოაყალიბა.