აფიშა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქალაქური ფოლკლორის საღამო გაიმართება

15 იანვარი, 2016 • 2155
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქალაქური ფოლკლორის საღამო გაიმართება

15 იანვარს, 18:30 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (შალვა დადიანის 28) ქალაქური ფოლკლორის საღამოს ჩატარებას გეგმავს.

ორგანიზატორთა განცხადებით, სპეციალურად ამ საღამოსთვის გამოიფინება თვითნასწავლი მხატვრის ვანო მელიაშვილის ფერწერული ტილოები, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნაკეთობები, საკრავები, ქართული ტრადიციული სამოსი და აქსესუარები. გაცოცხლდება XIX საუკუნის თბილისისათვის დამახასიათებელი ტიპაჟები და სცენები. დამთვალიერებელი პირველად იხილავს მოხეტიალე მუსიკოსის – ილიკო ქურხულის ალბომებსა და არქივს, დები იშხნელებისა და ანა ვარდიაშვილის ფოტოებსა და ჩანაწერებს.

ასევე, ქალაქური ფოლკლორის შესახებ ისაუბრებს ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია. ანსამბლები – “კელაპტარი” და “ანჩისხატი”  შეასრულებენ ქალაქური ფოლკლორის ნიმუშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი