28 იანვარს SPACEHALL გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Steve Bug-ს უმასპინძლებს

28 იანვარს SPACEHALL ცნობილ გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Steve Bug-ს მასპინძლობს. ღონისძიება შაბათს, 23:00 საათზე გაიმართება.

Steve Bug გერმანელი არტისტია. გავლენიანმა მუსიკალურმა ონლაინ გამოცემამ, Resident Advisor-მა მუსიკოსს „ტექნოს ჯენტლმენის“ სახელიც კი შეარქვა. სტივ ბაგმა კარიერა ზუსტად 26 წლის წინ, 1991 წელს, ჰამbურგში დაიწყო, 90-იანების ბოლოს კი ბერლინში გადაბარგდა. 90-იან წლებში სტივმა ტრენდულ ტრანსსა და დენსს კარიერის დასაწყისშივე ტექნოს, დიფ ჰაუსის ჟღერადობა ამჯობინა. მისი პირველი ჩანაწერი 1993 წელს გამოიცა, მას მერე ბაგმა ისეთი ლეგენდარული კლუბები მოიარა, როგორებიცაა Fabric, Fuse. სწორედ ამ პერიოდში დააარსა საკუთარი ლეიბლები: Poker Flat Recordings, Dessous. Poker Flat Recordings-ზე ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები გამოდის, როგორებიც არიან Trentemoller, Ryo Murakami. მისი ორგანიზებული იყო ივენთების სერია Big Bluff, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა. სტივ ბაგმა სახელი ტექნოს, დიფ ჰაუსისა და ეისიდის ჟღერადობის შერწყმით გაითქვა.

„თუკი მთელი სეტის განმავლობაში მხოლოდ ერთი მიმდინარეობის ტრეკებს შეარჩევ, შენი ნამუშევარი, საბოლოო ჯამში, მოსაწყენი გამოვა“ – ამბობს არტისტი. მის სეტებს ყველაზე ნაკლებად  შეიძლება  „მოსაწყენი“ უწოდო. Bug ყოველთვის მოულოდნელი, თუმცა, დახვეწილი გადაწყვეტილებით გამოირჩევა.

არტისტმა მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო. თუმცა განსაკუთრებულ წარამტებას 2000- იანების დასაწყისში მიაღწია, როდესაც ალბომი Sensual გამოუშვა, მოგვიანებით ჩაიწერა Bugnology-ს მიქსების სერია, რომელიც Fuse-ისა და Fabric-ისთვის შეიქმნა.

Steve Bug-ის გარდა 28 იანვრს SPACEHALL-ში ქართველი არტისტისის, COBERT-ის მოსმენას შეძლებთ. ის ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე, როგორც ლაივ შემსრულებელი, 14 წლის ასაკიდან გამოჩნდა. მისი სეტები კი უმეტესად ჰაუს ჟღერადობაზე არის ორიენტირებული. მისი კომპოზიცია Dreamer ლეიბლის Overall Music 2016 წლის კომპილაციაში არის შესული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.