აფიშა

2016 წლის თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება

17 ოქტომბერი, 2016 • 2199
2016 წლის თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება

18 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თბილისი მოლში თბილისის მოდის კვირეულის შოუ რუმი ოფიციალურად გაიხსნება. 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე კი, თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად სტარტს აიღებს განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე, სადაც “ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე, ნინო რამიშვილის კოსტუმების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართება. იმავე საღამოს 20:00 საათზე აბაკელიას ქუჩაზე CHUBIKA-ს Secret Garden მოეწყობა.

20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით სასტუმრო “Rooms Tbilisi” უმასპინძლებს თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს.

ორგანიზტორების ინფორმაციით, თბილისის მოდის კვირეულის განრიგში კიდევ ორი ჩვენებაა დაგეგმილი ალტერნატიულ სივრცეში: ლაშა ჯოხაძის ჩვენება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყობა, მარიამ გვასალია კი კოლექციას ნამდვილ სამკერვალო საწარმოში წარადგენს, რომლის ლოკაცია მოგვიანებით გამოცხადდება. LTFR & GIPSY SAMURAI კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი გამომცემლობის შენობაში გამართავს ღონისძიებას.

23 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონის დახურვას დეველოპერული კომპანია m2-ის პროექტი “სკაილაინ რეზიდენსი” უმასპინძლებს.

თბილისის მოდის კვირეულის პროგრამა.

თბილისის მოდის კვირეულის პროგრამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი