აფიშა

“აიიქ” – სპექტაკლის პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში

14 ოქტომბერი, 2016 • 3118
“აიიქ” – სპექტაკლის პრემიერა მუსიკისა და დრამის თეატრში

14-16 ოქტომბერს თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი სპექტაკლის “აიიქ” პრემიერას უმასპინძლებს.

პიესის ავტორები ოთარ ქათამაძე და პაატა ციკოლია არიან. რეჟისორი -პაატა ციკოლია, სცენოგრაფია- ქეთი ნადიბაიძე, კომპოზიტორი- მაკო ღვინიაშვილი, ხოლო რეჟისორის თანაშემწე ნინო ჭავჭავაძეა.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ეკა დემეტრაძე, ნატა ბერეჟიანი, ანა წერეთელი, ანიკო ცეცხლაძე, დავით ბეშიტაიშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, შაკო მირიანაშვილი და ალექსანდრე ბეგალიშვილი.

სპექტაკლის ავტორების ინფორმაციით, ჟანრით, სტილით და ნარატივით ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ორ მოქმედებაში ინტერესის საგანი მხოლოდ აზრის, სინდისის, ინდივიდის, საზოგადოების თავისუფლებაა.

ორმოქმედებიან სპექტაკლში მეორე მოქმედების ფსევდოდეტექტივი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის შესახებ უპირისპირდება პირველი მოქმედების ოთხი ქალის ოთხ დამოუკიდებელ ისტორიას ვნებებსა და თავისუფლებაზე.

“საზოგადოებრივი აზრის, ბედისწერის, ვნებების თუ გონიერების წინააღმდეგ ამბოხებული ქალები და ერთი მოკლული არასრულწლოვანი გოგონა – ეს არის პიესის მთავარი პერსონაჟების უცნაური სია.”

სპექტაკლზე დასწრება მხოლოდ სრულწლოვანთათვის არის დაშვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი