ერისიონი

ერისიონი Black Sea Arena-ზე პროექტ „ქართული საგანძურით“ წარდგება

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი Black Sea Arena-ს სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს. ანსამბლი პროექტით “ქართული საგანძური” წარსდგება. ის ანსამბლის 80-ამდე წევრს აერთიანებს და ყველაზე ცნობილი სანახაობაა მათ რეპერტუარში.

ორგანიზატორთა განცხადებით, კონცერტს, რომელიც Black Sea Arena-ს სცენისათვის კიდევ უფრო მასშტაბური და შტამბეჭდავი გახდა, მხატვრულად ფრანგი და ქართველი სპეციალისტები გააფორმებენ.

“არენაზე არსებული აპარატურა კი საშუალებას მისცემს პროექტის ავტორებს ქართული ცეკვა და სიმღერა შოუს ელემენტებით გაამდიდრონ და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს,” – აცხადებენ ორგანიზატორები.

კონცერტის ბილეთების ფასები ხელმისაწვდომი იქნება და 29 ივლისს საიტზე www.tkt.ge გაიყიდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი