აფიშა

“ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე” – სახალხო მხატვრის 75 წლის იუბილე ეროვნულ მუზეუმში

24 მარტი, 2016 • 1608
“ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციამდე” – სახალხო მხატვრის 75 წლის იუბილე ეროვნულ მუზეუმში

25 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია მოეწყობა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი კოლექცია სახელწოდებით: „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“.

შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული. 1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, ხოლო შემდეგ მთავარი მხატვარი იყო. 1983-1995 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლს, ხოლო შემდგომ, 18 წლის მანძილზე, 1988-2005 წლებში, სურათების ეროვნული გალერეის გენერალური დირექტორი იყო.

თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში იტალიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ირანში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი