აფიშა

თბილისში მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა მოეწყობა

24 მარტი, 2016 • 1471
თბილისში მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა მოეწყობა

24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) გაიხსნება მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“. გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ-ჩრდილები“ და სხვა. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს მანანა მენაბდის მიერ 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. მისი ნამუშევრები პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი