აფიშა

Tbilisi Summer Set – ფესტივალის მონაწილე მუსიკოსთა 50% უკვე ცნობილია

23 მარტი, 2016 • 1466
Tbilisi Summer Set – ფესტივალის მონაწილე მუსიკოსთა 50% უკვე ცნობილია

8-9 ივლისს რიყის თეატრსა და საგამოფენო ცენტრში ორდღიანი, რიგით მე-5, Tbilisi Summer Set-ის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

პირველ ეტაპზე ორგანიზატორებმა ფესტივალის 20 სტუმრის შესახებ ინფორმაცია უკვე გააცნეს მსმენელს. ზაფხულში თბილისს AGENTS OF TIME, LUKE ABBOTT, PIONAL, YokoO ლაივ პერფორმანსებით ეწვევიან. მსმენელის თხოვნით ფესტივალის სცენაზე დაბრუნდებიან WORAKLS და ISHOME.

”ფესტივალი ინარჩუნებს მასშტაბებს და ამჯერად 2014-ში გამოყენებულ პრაქტიკას მივმართავთ: ორი სცენა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულების მოყვარულებისთვის პარალელურ რეჟიმში იმუშავებს. ტრადიციულად შედგება გამოფენები და ვორკშოპები. ერთ სივრცეში თავს მოიყრიან ადამიანები, ვისაც თანამედროვე ხელოვნება უყვარს,” – აცხადებს ფესტივალის პიარმენეჯერი ნიკა დვალიძე.

ნიკა დვალიძის თქმით, 27 მარტს ასევე დაანონსდება, თუ რომელი მუსიკოსი დაუკრავს 15 აპრილს ერთდღიან Spring Set-ზე. მისი ინფორმაციით, არტისტს თბილისში რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტი ჩამოჰყვება.

რიყის პარკში მდებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო სივრცე SET FEST-ის დაგეგმილი შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

15 აპრილი: Spring Set – Beqa Kundalini, Tummetott, (VERY SPECIAL GUEST – დაანონსდება 27 მარტს), Gregor Tresher, TU JI.

3 ივნისი: Pre Summer Set –Christian Löffler ბენდთან ერთად. ამ დღეს დაანონსდება ივლისის ფესტივალის ჰედლაინერების მეორე ნაწილი.

8-9 ივლისი: Tbilisi Summer Set.

SET FEST-მა 2016 წლის სეზონზე ახალი კამპანია დაიწყო: #მნიშვნელობაარააქვს(#DOESNOTMATTER) და #მთავარიასიყვარული (#ONLYLOVE) სარეკლამო რგოლები ჩაგვრის, დისკრიმინაციის, სნობიზმის წინააღმდეგაა მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი