აფიშა

თბილისს ფრანგი მწერლი დავიდ ფონკინოსი ეწვევა

9 მარტი, 2016 • 2493
თბილისს ფრანგი მწერლი დავიდ ფონკინოსი ეწვევა

ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, 10-12 მარტს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით თბილისს ფრანგი მწერალი დავიდ ფონკინოსი ეწვევა.

დავიდ ფონკინოსი რამდენიმე წიგნის ავტორია, თუმცა განსაკუთრებული წარმატება მას 2014 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა “შარლოტა” მოუტანა, რომელიც რენოდოს პრემიით დაჯილდოვდა. დავიდ ფოენკინოსის რომანი “დელიკატურობა” 2009 წელს გამოიცა. 2011 წელს კი ამ რომანის ეკრანიზაცია
თავად ავტორმა და მისმა ძმამ გადაიღეს მსახიობ ოდრე ტოტუს მონაწილეობით.

წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება ფრანკოფონიის თვის ფარგლებში.

10 მარტს მწერალი თბილისში შეხვედრებს გამართავს:

11:00 სთ – შეხვედრა «თავისუფალი» უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ადგილი: თავისუფალი უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის გამზ. მე-13 კმ.

15:00 სთ – შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 36, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კაბინეტი, აუდიტორია 309.

17:00 სთ – შეხვედრა პუბლიკასთან, სადაც გაიყიდება დავიდ ფონკინოსის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები: “ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი”, “ჩვენი განშორებები”, “დელიკატურობა” და გაიმართება ავტოგრაფების სეანსი. ადგილი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ლადო გუდიაშვილის ქ. 7 (ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა)

20:00 სთ – მხატვრული ფილმის “დელიკატურობა” ჩვენება ავტორის, დავიდ ფონკინოსის, თანდასწრებით, რომლის შემდეგაც გაიმართება დებატები მწერალთან. ადგილი: კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 2, შოთა რუსთაველის გამზ. 5

მასალების გადაბეჭდვის წესი