ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი სტამბულში მომხდარ აფეთქებას გმობს

12 იანვარი, 2016 • 1448
გიორგი მარგველაშვილი სტამბულში მომხდარ აფეთქებას გმობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მომხდარს გმობს:

„მტკიცედ ვგმობ, დღეს, სტამბულის ცენტრში, ტურისტულ რაიონში, სულთანმეჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც უდანაშაულოთა სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამერდოვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

დღეს დილით სტამბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 10 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაი ერდოღანის განცხადებით, ტერორისტული აქტი სირიელი თვითმკვლელი ტერორისტის მიერაა ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი