ახალი ამბები

ილია მეორე: პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი

5 დეკემბერი, 2015 • 3167
ილია მეორე: პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი