თბილისში ნიკორას სუპერმარკეტი დააყაჩაღეს და თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
“ნეტგაზეთს” “ნიკორას” პრესსამსახურიდან განუცხადეს, რომ დაცვის თანამშრომელს ჩაუტარდა 2 ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “ნიკორას” ცნობით, ყაჩაღებმა 250 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.