სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

1 დეკემბერი, 2015 • 1436
აფხაზეთი რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

რუსულ მედიასთან საუბარში რაულ ხაჯიმბა აცხადებს, აფხაზეთი მზადაა რუსეთში პროდუქციის მიწოდება გაზარდოს.

“ვფიქრობ, რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის რუსეთში საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გააფართოებს”.

ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთიდან რუსეთში უკვე გადის ციტრუსის დიდი მოცულობა.

“აფხაზური მანდარინი – უკვე ფორმირებული ბრენდია, რუსეთში მას სიამოვნებით ყიდულობენ. ჩვენ მზად ვართ კაკლის მიწოდება გავზარდოთ. მივისწრაფით იქითკენ, რომ რუსმა პარტნიორებმა უკეთესად გაიცნონ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალი.

ხაჯიმბა ამბობს, რომ არ მიმართულებით აფხაზეთი უკვე მუშაობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი