ახალი ამბები

აფეთქება სტამბოლის მეტროში

1 დეკემბერი, 2015 • 1179
აფეთქება სტამბოლის მეტროში

დღეს, 1 დეკემბერს, აფეთქება მოხდა სტამბოლის მეტროში, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

BBC-ის ცნობით, აფეთქების მიზეზი უცნობია.

“ასოშეიტედ პრესი” თურქეთის მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება მოხდა არა უაშუალოდ მეტროსადგურში, არამედ მეტროს მიმდებარედ, ესკალატორზე. აფეთქების შედეგად სტამბოლის მეტრომ მუშაობა შეაჩერა.

რუსეთის მედია იუწყება, რომ აფეთქების მიზეზი ტერაქტია.

ბომბების გამო დღეს ევაკუაცია გამოცხადდა ლონდონის ცენტრში, ასევე, სოფიის აეროპორტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი