ახალი ამბები

ანონსი: 1 დეკემბერი

30 ნოემბერი, 2015 • 1635
ანონსი: 1 დეკემბერი

09:00 დიმიტრი ქუმსიშვილი მამა ილია კარტოზიას ოჯახის წევრებს გადასცემს ჯილდოს, რომელიც გასულ კვირას, დიმიტრი ქუმსიშვილის ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო საზღვაო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გადასცა ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტის, მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ჯილდო „ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის“

მისამართი: თბილისი, ჭანტურიას N 12, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მე-10 სართული

 

11:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სობჩაკის 3

11:00 თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები:  გარემოს დაცვა და გადამხმარი ტყეებისა და სკვერების პრობლემა; ცხოველთა მონიტორინგზე დახარჯული თანხები; სარეკრეაციო სტატუსის დაბრუნება და სხვა მიმდინარე საკითხები. „კვირას“ ახალი მისამართია: ბათუმის ქუჩა #15 (წერეთლის „მაგდონალდსის“ წინ ასახვევი და ხელმარჯვნივ პირველივე ჩასახვევი, „მაესტროს ყოფილი შენობა).

11:00 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2016 წლის ბიუჯეტი, პენსიის ზრდა 20 ლარით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების საერთაშორისო ცენტრს, უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო მობილობის ფრანგულ სააგენტოს კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, ოცამდე ქართველი სტუდენტის საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

11:30 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის ისაუბრებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, პაატა ზაქარაიშვილის განცხადებასა და პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებზე. „კვირას“ ახალი მისამართია: ბათუმის ქუჩა #15 (წერეთლის „მაგდონალდსის“ წინ ასახვევი და ხელმარჯვნივ პირველივე ჩასახვევი, „მაესტროს ყოფილი შენობა). საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

 

12.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, კრწანისის გამგებელთან ერთად ევროსტანდარტების შესაბამის სტადიონს გახსნის.

სტადიონის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ჯანგულის ქუჩა (N20 საჯარო სკოლის ეზო)

12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მე-18 საჯარო სკოლაში  განახლებულ სპორტულ დარბაზსა და სკოლის სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ.

ადგილი: მე-18 საჯარო სკოლა

მისამართი:  აღმაშენებლის 178 (შესასვლელი სანაპიროდან)

12:00 “პირველ პრესკლუბში” “განვითარების ფონდის” წევრი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პრემიერის ვიზიტი პარიზში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადება აფხაზეთთან დაკავშირებით, ცვლილებები პროკურატურაში, თავდაცვის მინისტრის მოსაზრება რუსეთთან კოორდინაციაზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:30 „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში პრესკონფერენციას  გამართავს.

თემა: პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მიმართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის #16, მეორე სართული (კაფე „კანაპესთან)

საკონტაქტო ტელ: 599 55 29 49

14:00 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

15:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი

15:45 სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში  შრომის, და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი (PTF) შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში  ერთობლივად  ატარებს შიდსის  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ

16:00 ამერიკის იურისტთა ასოციაცია „კანონის უზენაესობის ინიციატივა“  (ABA, ROLI) უზენაეს სასამართლოში გამართავს წიგნის – „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“  პრეზენტაციას.

17:00 ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში, გაიმართება ფოტოგამოფენა „ოლკასი: ეგეოსოდან შავ ზღვამდე – შუა საუკუნეების ნავსადგურები აღმოსავლეთის საზღვაო გზებზე.“ ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის „ლიმენის კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“ ფარგლებში ხორციელდება.   გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეგეოსის, შავი ზღვის და კვიპროსის საპორტო ქალაქების ხედები, რომლებიც მოგზაურებმა, არქეოლოგებმა და ფოტოგრაფებმა XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა დროს გადაიღეს.

18:00 გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) თანამშრომლობით მართავს ღონისძიებას შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, გაეროს სახლთან, მრგვალ ბაღში (მის: რ. ერისთავი # 9).

მასალების გადაბეჭდვის წესი