სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში “მუსლიმური ერთობის” აქტივისტები დააკავეს

1 დეკემბერი, 2015 • 1427
აზერბაიჯანში “მუსლიმური ერთობის” აქტივისტები დააკავეს

სპეცოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში “მუსლიმური ერთობის” აქტივისტები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტვისტებს ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები და ხელყუმბარები აღმოაჩნდათ.

ბაქოს ცნობით, “მუსლიმური ერთობა” 2015 წლის იანვარში დაფუნძდა და მისი ლიდერი თალეხ ბაგირზადე ციხეში იმყოფება. ოფიციალური ბაქოს ცნობითვე, მოძრაობა “მუსლიმების ერთობა” შექმნეს, რათა “დაემხოთ მოქმედი კონსტიტუციური წყობა, ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება და შეექმნათ რელიგიური სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა შარიათის კანონებით. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით. აღნიშული პირები აგროვებდნენ მომხრეებს ბაქოსა და აზერბაიჯანის რეგიონებში და აყალიბებდნენ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი მოწყობილობებით”.

26 ნოემბერს აზერბაიჯანში, ნარდარანში ჩატარდა სპეცოპერაცია სწორედ ამ ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით, თუმცა, როგორც აზერბაიჯანის ოფიციალური ორგანოები იუწყებიან, მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, რასაც მოჰყვა საპასუხო სროლა და შედეგად დაიღიპა ხუთი და დაიჭრა რამდენიმე მათგანი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი