სამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანელი სამხედრო დაჭრეს

30 ნოემბერი, 2015 • 1496
კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანელი სამხედრო დაჭრეს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის ზოლში აზერბაიჯანლი სამხედრო, ბახრუზ ნასიბოვი დაჭრეს.

“დაჭრილი ჯარისკაცი სამედიცინო პუნქტში დროულად იყო გადაყვანილი. მას პირველი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი