რეკლამა

„საქართველოს ბანკის“ დიჯიპასის მობილური აპლიკაციით სარგებლობა მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია

4 დეკემბერი, 2015 • 2551
„საქართველოს ბანკის“ დიჯიპასის მობილური აპლიკაციით სარგებლობა მომხმარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია

„საქართველოს ბანკმა“, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა დიჯიპასის მობილური აპლიკაციის დანერგვის შესახებ. მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა დისტანციურ არხებში შესასვლელად და ამავე არხებში ოპერაციების შესასრულებლად მიიღოს დაგენერირებული კოდები უსაფრთხოდ და სწრაფად, დიჯიპასის აპლიკაციის მეშვეობით საკუთარ მობილურ ტელეფონში. აპლიკაციით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა მობილურ ტელეფონში უნდა გადმოტვირთოს BOG DIGIPASS აპლიკაცია, სრულიად უფასოდ. BOG DIGIPASS აპლიკაციით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ როუმინგის ჩართვის გარეშე, რადგან ერთჯერადი კოდების მისაღებად ინტერნეტკავშირი არ არის საჭირო. BOG DIGIPASS აპლიკაციით მიღებული ერთჯერადი კოდები უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ინტერნეტბანკით, მობილბანკითა და ტელეფონბანკით შესრულებული ოპერაციების უსაფრთხოებას და სისწრაფეს, რადგან ხსენებული აპლიკაციის მეშვეობით ერთჯერადი კოდი წამიერად გენერირდება.

BOG DIGIPASS აპლიკაციის გააქტიურება ძალიან მარტივია. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა გახსნას იგი, აირჩიოსაპლიკაციის გააქტიურებადა შეიყვანოს მომხმარებლის სახელი, რომელსაც იყენებს დისტანციური არხებით სარგებლობის დროს. აპლიკაციის აქტივაციის კოდის მისაღებად მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა  დარეკოსსაქართველოს ბანკისსატელეფონო მომსახურების ცენტრში (2 444 444), ან ეწვიოს ნებისმიერ სერვისცენტრს, ან ინტერნეტბანკს (www.ibank.ge; www.eonline.ge), ან გამოიყენოს დიჯიპასის მინიმოწყობილობა. მიღებული ერთჯერადი კოდის შესაბამის ველში შეყვანისას აპლიკაცია გააქტიურდება.

გააქტიურებული BOG DIGIPASS აპლიკაციით ერთჯერადი კოდის მიღებაც ძალიან მარტივია. მომხმარებელმა უნდა გახსნას აპლიკაცია, დააჭიროსერთჯერად კოდსდა ეკრანზე გამოჩნდება კოდი, რომლის გამოყენების ვადა 3 წუთია.  BOG DIGIPASS აპლიკაციით კოდების მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გარდა ამისა, მომხმარებელს აღარ მოუწევს მინიმოწყობილობის თან ტარება, რადგან აპლიკაცია მობილურში ექნება გადმოწერილი. BOG DIGIPASS აპლიკაციის გადმოწერა შეუძლია iPhone-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია App Store-ის მომხმარებლად, ასევე Android-ის მფლობელს, თუ დარეგისტრირებულია Google Play-ს მომხმარებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.sb.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი