რეკლამა

მესტიაში საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

29 სექტემბერი, 2017 • 1071
მესტიაში საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიაში გამართულ დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმს დაესწრო.

ფორუმის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს.  დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართულიყვნენ.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადები, იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა ადგილზე ჩაიბარა. სააგენტო დევნილებს მცირე მეწარმეობის დასაწყებად, სოციალური პროექტების განსახორციელებლად და დასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოების შესასყიდად გრანტებს გადასცემს.

მესტიაში გამართულ შეხვედრას დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  საარსებო წყაროების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი