რეკლამა

სოზარ სუბარი – ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში

7 ოქტომბერი, 2017 • 1252
სოზარ სუბარი – ქართველი ხალხი იცხოვრებს  გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში

„ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან პოზიტიურია და იქ მკაფიოდ წერია,  რომ ქართველი ხალხი იცხოვრებს  გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში და გაცილებით უკეთეს ქვეყანაში. ვენეციის კომისია სინანულს გამოთქვამს, რომ კონსენსუსი  ვერ იქნა მიღწეული. არიან პარტიები,  რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ, არა ის რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს ქართველმა ხალხმა, არამედ ის რომ მათი გამარჯვება, მათი ბარიერის გადალახვა იყოს  გარანტირებული და ასეთი კონსტიტუცია ვერ იქნება მიღებული. ამ პროცესში ძალიან დიდი შრომა გასწია პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის. უაღრესად მცირე დროში ჩატარდა უზარმაზარი სამუშაო, რომლის  შედეგიც არის კონსტიტუციის დაგვირგვინება. თუმცა, მე მაინც მინდა რომ უნუგეშოდ არ დავტოვო ოპოზიციური პარტიები  და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს  სასურველი შედეგი. მათ აქვთ სრული შანსი 2020 წლის არჩევნებზე გავიდნენ ახალი ლოზუნგით,  რომ დააბრუნებენ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან 1977 წლის ბრეჟნევის კონსტიტუციას და მაშინ ნახავენ აქვს თუ არა მათ ლოზუნგებს ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი