რეკლამა

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

10 ივლისი, 2017 • 2596
„ბილივის“  საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს!

ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო  მუსიკალურ ნაწილს.

სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის მუსიკალურ ნაწილს წარმართავს – ჯაზის ქართველი ვარსკვლავი, საერთაშორისო კონკურსის „The Made in New York Jazz“-ის ფინალისტი და თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად  უახლესი შოუ პროგრამით წარსდგება მსმენელთა წინაშე. საქველმოქმედო აუქციონს გაუძღვება კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ ისააკი.

აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ნინო ჩაკვეტაძემ, ირინა სარიდიმ, ბუბა არაბულმა, ერეკლე წულაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გიული ღვანიამ, თორნიკე მათითაშვილმა, ლევან ბუჯიაშვილმა, დეკანოზმა ანდრია ნაცვლიშვილმა, თუთუ კილაძემ, ტარას ბიბილაშვილმა, მაკა ლდოკონენმა, სოციალურმა საწარმომ „ეთნოდიზაინმა“ და სოციალურმა საწარმომ „იკორთამ“, ნათია არაბულმა-ბექაურმა, მიხეილ კვირაიამ, ბაჩო წამელაშვილმა, ნათია ახალაიამ, დიმიტრი ბასილაიამ, ანასტასია ლოგვინენკომ.

გალა საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერას.

ღონისძიების სპონსორები არიან:

ოქროს სპონსორები: საქართველოს ბანკი, კომპანია „პეისი“, „ჩენელ ენერჯი“, „პრაიმ ბეტონი“, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, „შავი ზღვის ტერმინალი“.

ვერცხლის სპონსორები: MSC Georgia, Wilhelmsen Ships Service

ღვინის სპონსორი: „ვაზიანი კომპანი“

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“.

ფონდის შესახებ

ფონდი „ბილივი“ არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან დაფუძნდა დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება.

2014 წლიდან ყოველ ზაფხულს ფონდი „ბილივი“ აწყობს საქველმოქმედო გალა საღამოს დონორი ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური  შემომწირველებისთვის. ბილივის საქველმოქმედო გალა საღამო არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება დასავლეთ საქართველოში. დონორებისა და მოხალისეების უანგარო თანადგომით „ბილივის“ გუნდი ფინანსურ სახსრებს აგროვებს იმ დაგეგმილი საქველმოქმედო პროგრამებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში მთელი წლის განმავლობაში ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე განათლების დონის ამაღლებასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.

3 წლის განმავლობაში „ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამოებზე 300 000 ლარზე მეტი შეგროვდა.

საკონტაქტო პირი:

მარი ნადარაია

ტელ: +995 599887770

ელ.ფოსტა: info@believe.ge

www.believe.ge

facebook.com/BELIEVE.GE

მასალების გადაბეჭდვის წესი