თუ პროფესიონალ სტომატოლოგს ეძებთ და ხელმისაწვდომ ფასად გსურთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს მისამართი უნდა დაიმახსოვროთ – ბათუმი, გორგილაძის 114.
აქ მდებარეობს სტომატოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა „ჯეი-სმაილი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას გთავაზობთ.
თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, პარადონტოლოგიური მკურნალობა, დენტალური იმპლანტაცია, თანკბილვის გასწორება, ორთოპედიული მკურნალობა, ესთეტიკური სტომატოლოგია – კბილის გათეთრების ყველა მეთოდი – ეს „ჯეი-სმაილის“ სამედიცინო სერვისების არასრული ჩამონათვალია. კლინიკაში მკურნალობა და დიაგნოსტირება ხორციელდება თანამედროვე, ციფრული აპარატურით, რაც საუკეთესო შედეგს განაპირობებს.
☑ „ჯეი-სმაილში“ ღრძილების მკურნალობა ხორციელდება Vector-ის აპარატურით, რაც თანამედროვე სტომატოლოგიაში უალტერნატივოდ მიიჩნევა. ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება ქირურგიული ჩარევის გარეშე.
☑ „ჯეი-სმაილში“ კბილებზე პიგმენტაციის მოშორება ხდება Airflow (კავო) სისტემით, რაც პროფესიულ წმენდას უზრუნველყოფს კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.
☑ „ჯეი-სმაილში“ კბილის იმპლანტაციისთვის გამოიყენება სერტიფიცირებული, გერმანული და შვეიცარიული იმპლანტები. იმპლანტაცია იგეგმება და სრულდება მაღალკვალიფიციური ქირურგ-იმპლანტოლოგის მიერ.
☑ „ჯეი-სმაილში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას. კლინიკის ექიმები ზრუნავენ იმაზე, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის სტრესული არ იყოს.
☑ „ჯეი-სმაილში“ ჰიგიენურ ნორმებს ზედმიწევნით იცავენ. ჰიგიენა პაციენტის კლინიკაში შესვლისთანავე, ერთჯერადი ბახილებით იწყება და უნიკალური სასტერილიზაციო სისტემებით მთავრდება. ყოველი ინსტრუმენტი სტერილიზაციის რამდენიმე ეტაპს გადის, ამიტომ საკუთარი ჯანმრთელობა თამამად შეიძლება ანდოთ „ჯეი-სმაილს“.
☑ „ჯეი-სმაილი“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდია, რომელიც სანიმუშო წესრიგისა და ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვის მაგალითია. ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან.