რეკლამა

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დევნილებს კულტივატორები გადაეცათ

16 მარტი, 2017 • 1195
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დევნილებს კულტივატორები გადაეცათ

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ  საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 დევნილ ოჯახს კულტივატორები გადასცა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის საარსებო წყაროების შექმნა. აღნიშნული ოჯახები  მცხეთა-მთიანეთისა და  ქვემო ქართლის რეგიონებში მიწის ნაკვეთებს ფლობენ. კულტივატორების გადაცემის შემდეგ კი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მიწის ნაკვეთები თავად დაამუშაონ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა გააფართოონ.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამის  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით,  უკვე 249  საგრანტო განაცხადი დაფინანსდა. განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც  მიმდინარეობს.

საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი