რეკლამა

როგორ შევამციროთ ავტომობილის ხარჯები?

15 მარტი, 2017 • 3081
როგორ შევამციროთ ავტომობილის ხარჯები?

 თანამედროვე მსოფლიო უკვე დიდი ხანია რაც წარმოუდგენელია ავტომობილების გარეშე, თუმცა პირადი ავტომანქანის მიერ მონიჭებული კომფორტი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ქართულ რეალობაში არსებული ფინანსურ პრობლემებს პლიუს თბილისის გადატვირთული ქუჩები და საცობები მოწმობს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება ჩვენს თანამემამულეებს ნამდვილად სჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, დღეს vivus.ge-ს ბლოგი რამდენიმე ეფექტურ რჩევას მოგცემთ და დაგეხმარებათ საწვავზე ეკონომიის გაკეთებაში.

რჩევა N1 – მართეთ ავტომობილი აზრიანად.

სპეციალისტთა განმარტებით, ერთი და იგივე სიჩქარით სიარულისას, როცა აქსელერატორზე დიდი დატვირთვა არ ხორციელდება ავტომობილი უფრო ნაკლებ საწვავს წვავს.

ამიტომ გირჩევთ, მგზავრობისას სიჩქარეს ხშირად ნუ შეცვლით. ამით თქვენი სამგზავრო ხარჯების შემცირებას შეძლებთ.

რჩევა N2 – განსაზღვრეთ თქვენთვის ოპტიმალური მარშუტი.

შეარჩიეთ მოკლე და საცობებისგან თავისუფალი გზები.

ნუ ენდობით მხოლოდ GPS-ს რადგან ისე ყველა მომხმარებელს ერთსა და იმავე მარშუტს სთავაზობს.

მოიძიეთ ალტერნატიული გზები და ამ გზების მიხედვით შეადგინეთ საკუთარი, თქვენზე უკეთ მორგებული მარშუტი.

რჩევა N3 – ყოველდღიურად ჩაატარეთ საცობების მონიტორინგი.

ეს მათი თავიდან აცილების საშუალებას მოგცემთ.

რჩევა N4 – მოახდინეთ ავტომობილის წონის ოპტიმიზაცია.

რაც უფრო დატვირთულია მანქანა მით უფრო მეტი საწვავი იწვება.

გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი იმ ნივთებისგან, რომელთა სახლში შენახვა დისკომფორტს არ შეგიქმნით.

რჩევა N5 – დააკავირდით ფასებს.

სხვადასხვა ბენიზნგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ფასებია, ამიტომ შეადარეთ თითოეული მათგანი და შეარჩიეთ ყველაზე დაბალფასიანი.

ამისათვის არ არის აუცილებელი ყველა ბენზინგასამართი სადგურის მოვლა. საკმარისია ფასების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოიძიოთ.

რჩევა N6 – მოერიდეთ კონდინციონერს.

სპეციალისტთა განმარტებით ავტომობილის კონდინციონერი და გათბობა დახარჯული საწვავის რაოდენობას ზრდის.

შეეცადეთ, ზამთარში ძალიან მაღალი და ზაფხულში ძალიან დაბალი ტემპერატურისგან თავი შეიკავოთ, რადგან ეს ავტომობილს დატვრიტვას უზრდის და შესაბამისად იხარჯება უფრო მეტი საწვავი.

რჩევა N7 – აკონტროლეთ საბურავის წნევა.

სპეციალისტების რეკომენდაცია გახლავთ საბურავების წნევის ქარხნულ დონეზე შენარჩუნება, რადგან სხვა შემთხვევებში ავტომობილი ნორმაზე მეტ საწვავს მოიხმარს.

და ბოლოს, შენი მეგობარი კომპანია vivus ge ბედნიერ მგზავრობას გისურვებს ყველგან და ყოველთვის და შეგახსენებს, რომ ნებისმიერი ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შენ შეგიძლია მიმართო საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია vivus ge-ს და მიიღო სესხი ყველაზე ხელსაყრელ პირობებშე.

650 ლარამდე სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/

მასალების გადაბეჭდვის წესი