რეკლამა

HD+-ის აბონენტების რაოდენობამ გერმანიაში ორმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

14 თებერვალი, 2017 • 11986
HD+-ის აბონენტების რაოდენობამ გერმანიაში ორმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

HD+-ის ფასიანი აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა

ლუქსემბურგი/უნტერფერინგი, 14 თებერვალი 2017 – „SES S.A.“-მა („Euronext Paris“ და „Luxembourg Stock Exchange“: SESG) დღეს განაცხადა, რომ 2016 წელს HD+-ის აბონენტებმა ორმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სატელიტური ტელევიზია 2,111,862 აბონენტს ითვლიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 15%-ით აღემატება (2015 წლის 31 დეკემბერი: 1,840,800). ფასიან აბონენტებთან ერთად ამჟამად 850,000 ოჯახს HD+ უფასოდ, საცდელ რეჟიმში მიეწოდება. ჯამში, დღეის მდგომარეობით, თითქმის სამი მილიონი ოჯახი იყენებს HD+-ს.

უილფრიდ ურნერმა, „HD PLUS“-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა: „2016 წელი HD+-თვის შესანიშნავი წელი იყო. გასულ წელს მივაღწიეთ ორმილიონიან სააბონენტო ზღვარს და კიდევ უფრო გავძლიერდით. ეს მიღწევა ადასტურებს, რომ ამჟამად HD+ გერმანიის სატელევიზიო სივრცეში რეალურად ძლიერია. გერმანიაში სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი გადაიხადოს უკეთესი სატელევიზიო მომსახურების მისაღებად, უფრო მრავალფეროვანი კონტენტის არჩევანის თუ უკეთესი გამოსახულების ხარისხის მისაღებად. HD+-ის, როგორც ერთ-ერთი მოწინავე მაღალი გარჩევადობის ტელემაუწყებლობისთვის (HDTV), სასარგებლოა არსებული ტენდენცია. ამასთან, HD+-ი კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება Ultra-HD-ზე მოთხოვნის ზრდისა და ამჟამად არსებული ციფრული სახმელეთო ტელემაუწყებლობის – DVB-T-ის DVB-T2-ით ჩანაცვლების გამო.”

29 მარტს გერმანიის ციფრული სახმელეთო ქსელი DVB-T სამაუწყებლო სტანდარტიდან ახალ DVB-T2 ტექნოლოგიაზე გადაერთვება, რაც მოიცავს კოდირების ახალ სტანდარტს (HEVC). ამის შემდეგ DVB-T ოჯახებს ახალი ტექნიკა დასჭირდებათ. შესაბამისად, სატელევიზიო აბონენტთა ბევრი ოჯახისთვის, თანამგზავრისა და HD+-ის კომბინაცია მიმზიდველ ალტერნატივად იქცევა: 300 სატელევიზიო პროგრამა გერმანიის მასშტაბით, 50-ზე მეტი HD ხარისხით და 23 სატელიტის მეშვეობით ექსკლუზიურად HD+-ში. DVB-T2, სადაც კერძო სატელევიზიო პროგრამები ფასიანია, 40 არხით, ხოლო რიგ რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლები არხით შემოიფარგლება.

Artboard 1 Kopie 4

მასალების გადაბეჭდვის წესი