რეკლამა

საუკეთესო ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც ახალგაზრდობაში შეგიძლიათ გადადგათ

21 ნოემბერი, 2016 • 1156
საუკეთესო ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც ახალგაზრდობაში შეგიძლიათ გადადგათ

 კარგია, როდესაც ახალგაზრდა ხარ. ხარ მხიარული, ბედნიერი და მომავალსაც იმედის თვალით შეჰყურებ.

ოღონდ თქვენი მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება, თუ გართობას და მხიარულებას კარგად შეუთავსებთ განათლებასა და ფინანსური მენეჯმენტის ანბანის შესწავლას.

დახმარებისთვის შევეცდებით რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.

  1. ნუ დაიშურებთ ფულს და დროს თქვენი განათლებისთვის, ეს ყველაფერი თქვენვე მოგიტანთ ფინანსურ სარგებელს მომავალში.
  2. შეეცადეთ მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და რჩევა პროფესიონალებისგან ფინანსების მართვის შესახებ, თუნდაც ეს სულაც არ იყოს კავშირში თქვენს მომავალ პროფესიასთან.
  3. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები სამედიცინო დაზღვევა. მოულოდნელი ხარჯების დიდი ნაწილი ხშირად ჯანრთელობასთან არის დაკავშირებული.
  4. დღესვე დაიწყეთ ფულის დაგროვება მომავალი დიდი მიზნებისა თუ „ტკბილი სიბერისთვის“. გახსენით ანაბარი და დააკვირდით, რა სასიამოვნოდ იზრდება მასზე თანხა. თვეში 40-50 ლარის გადადებაც რომ შეძლოთ, რამდენიმე წელიწადში უკვე მნიშვნელოვანი თანხა მოგიგროვდებათ. დაგროვება შეიძლება მცირე ნაბიჯებითაც დაიწყოთ და არ არის აუცილებელი ელოდოთ დროს, როდესაც თქვენ ერთიანად დიდი თანხით შეძლებთ ანგარიშის გახსნას.
  5. დაიანგარიშეთ, რა შემოსავალი გაქვთ ყოველთვიურად და როგორ შეიძლება მისი გაზრდა უახლოეს მომავალში. თქვენ ხომ ახალგაზრდა ხართ და თქვენს წინ უამრავი არჩევანი და დიდი პერსპექტივა იშლება.
  6. გაითვალისწინეთ, რომ იმაზე მნიშვნელოვანი თუ რამდენს შოულობთ, არის ის თუ რა თანხა გრჩებათ (თუ საერთოდ გრჩებათ რამე) ყოველი თვის ბოლოს.
  7. გააკეთეთ ანალიზი თუ რაში გეხარჯებათ ფული და რამდენი. შეიძლება აღმოაჩინოთ პუნქტები, რომლის მთლიანად გაუქმება თუ არა, ნაწილობრივ შემცირება მაინც შეძლოთ.
  8. თუ თქვენი შემოსავალი მოგცემთ საშუალებას და გადაწყვეტთ გქონდეთ საკუთარი ბიზნესი, შეეცადეთ დაიწყოთ საქმე, რომელიც სარგებლის გარდა, მუშაობის პროცესში სიამოვნებასაც მოგიტანთ, ანუ თქვენთვის საინტერესო იქნება.
  9. თუ თქვენ შემოგთავაზებენ შეიძინოთ წილი რომელიმე უკვე არსებულ ბიზნესში, თქვენს თავს ერთი შეკითხვა დაუსვით: ისურვებდით თუ არა რომ ეს ბიზნესი მთლიანად თქვენი იყოს? თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ალბათ ეს სფერო თქვენთვის არ არის.
  10. სანამ რამე საქმეში ინვესტიციას განახორციელებთ პირველ რიგში შეაფასეთ რისკები და მხოლოდ შემდეგ სავარაუდო მოგება. თუ ოდნავ მაინც ეჭვობთ, ჯობია ეს თანხა დროებით სარგებლიან ანაბარზე დარჩეს, სანამ უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდება.
  11. საქმის წარმოებისას იყავით თავდაჯერებული და პირველი წარუმატებლობის შემთხვევაში ფარ-ხმალი არ დაყაროთ, ბოლომდე ამოწურეთ თქვენი იდეის შესაძლებლობები. შეშინებული და დაეჭვებული ბიზნესმენი დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს.
  12. თუ ბანკის ბარათით სარგებლობთ, ყოველთვიურად შეამოწმეთ ბარათის ამონაწერი შეცდომებზე. არ არის გამორიცხული რამე მცდარი ოპერაცია აღმოაჩინთ.
  13. ფულის ხარჯვისას ნუ მოექცევით რეკლამის, საკუთარი ჩვევების თუ ახირებების, თანატოლების ზეწოლის ქვეშ. ფული ხარჯეთ იმაში, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
  14. თუ ამ ყველაფრის გათვალისწინების მიუხედავად თქვენს წინაშე დადგა კონკრეტული მომენტი, როდესაც თანხა არ გყოფნით რაღაც მიზნისთვის, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ მოკლე დროში ამ თანხის გადახდას შეძლებთ, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია სწრაფი ონლაინ სესხები (GE). რადგან აქ მცირე პირველი სესხი უპროცენტოა. ნუ ჩაეფლობით პროცენტიანი ვალების მორევში.

თუ გაგიჩნდათ გარკვეული პრობლემა ან შეკითხვა სესხის დაფარვისას, დაუკავშირდით VIVUS.GE-ს საინფორმაციო ცენტრს. აქ თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ და ამომწურავ პასუხს თვენს ყველა შეკითხვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი