რეკლამა

„სმარტი“ „თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის“- ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

17 ნოემბერი, 2016 • 2792
„სმარტი“ „თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის“- ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მომხმარე4ბლის ცნობიერების ამაღლების მიზნით თევზპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „მარშესთან“ ერთად „თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის“- გრძელვადიან კამპანიას იწყებს და ამავდროულად, 17 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში  „მარშეს“ მიერ წარმოებულ  თევზპროდუქტებზე 15%–იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

SONY DSC„ჯანსაღი კვების სტიმულირება სმარტის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვპოზიციონირდებით როგორც ყველაზე სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, რომლის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხი ყველა დეტალში:  ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზება სმარტის მთავარ ფასეულობას- „ხარისხს“ პასუხობს. ამ ფასეულობის შესაბამისად უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, კამპანიით „თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის“- “„სმარტი“ მოუწოდებს საზოგადოებას თევზის აქტიური მოხმარებისკენ, რადგან ომეგა 3 ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საბაზისო კომპონენტია. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა 3-ის ტიპის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა კვირაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა მიიღოს. იმისთვის კი, რომ ჩვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღი იყოს, საჭიროა ვიცოდეთ სად შეიძლება შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის თევზი და თევზის პროდუქტები. დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების საშუალებით კიდევ ერთხელ გვსურს ერთგვარი გზამკვლევი შევქმნათ, რომელიც დააფიქრებს საზოგადოებას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღესდღეობით 16 სუპერმარკეტით წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

„მარშე“ ქართული საწარმოა, სადაც ცენტრალიზებულად იწარმოება 300-მდე სახეობის პროდუქტი. მარშეს მიერ წარმოებული თევზპროდუქტები უმაღლესი ხარისხის პარამეტრებს აკმაყოფილებს. კომპანიას ნედლეული ნორვეგიიდან და ისლანდიიდან შემოაქვს. წარმოების პროცესი კი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა და უვნებლობის პარამეტრების დაცვით ხორციელდება. კომპანიაში დანერგილია მიკვლევადობის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ხარვეზი დროულად იყოს აღმოჩენილი და გამოსწორებული. სწორედ მარშეს მიერ წარმოებულ თევზის პროდუქტებს სთავაზობს სმარტი თავის სუპერმარკეტებში მომხმარებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი