რეკლამა

„აი სი ჯგუფში“ განხორციელებული 7 მილიონამდე ლარი ინვესტიცია კომპანიის განვითარებაზე იქნება მიმართული

10 ნოემბერი, 2016 • 1822
„აი სი ჯგუფში“ განხორციელებული 7 მილიონამდე ლარი ინვესტიცია კომპანიის განვითარებაზე იქნება მიმართული

„სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“  შორის ხელი მოეწერა  ხელშეკრულებას,  რომელიც  სადაზღვევო კომპანიის განვითარებისთვის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა. „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები)  დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა აღნიშნა, რომ დაზღვევის სფერო საქართველოში ვითარდება. მისი თქმით, ”აი სი ჯგუფი” მათი სრულყოფილი პარტნიორია.

როგორც „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ მეზურნიშვილმა თქვა, აღნიშნული თანხა კომპანიის განვითარებას მოხმარდება.

”საერთაშორისო სადაზღვეო კონსორციუმი“ ევროპული წარმოშობისაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა ორიენტირებული. დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სადაზღვევო ბაზარზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს კონსორციუმის მიერ 7 მილიონი ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას სადაზღვეო კომპანია  „აი სი ჯგუფში“. ეს თანხა იქნება მიმართული კომპანიის განვითარებისთვის. მომდევნო წელს ძალიან ბევრი სიახლე იქნება შეთავაზებული ჩვენი კლიენტებისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ სურპრიზს შევთავაზებთ იმ კლიენტებს, რომლებიც დღეისათვის არიან დაზღვეული. ჩვენ თებერვალში ვგეგმავთ კიდევ ერთ უფრო კონკრეტულ პრეზენტაციას, ამ ეტაპზე  ხელმოწერის ცერემონიაა, ამიტომ გარკვეულ ინფორმაციას საზოგადოებას თებერვალში გავაცნობთ, როდესაც მზად იქნება მთელი გეგმა მომდევნო წლისთვის”, – განაცხადა თენგიზ მეზურნიშვილმა.

„როდესაც სურვილი გაქვს ინვესტიცია განახორციელო, ირჩევ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ სფეროში და უნარი შესწევს განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. უმთავრესია ქვეყნას ჰქონდეს საჭირო განათლება ბიზნესის სფეროში და გარკვეული გამოცდილება მარკეტინგში. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, და „აი სი ჯგუფი“ ის სადაზღვევო კომპანია, სადაც უნდა განახორციელო ინვესტიცია“, – აღნიშნა „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჯეიკობ ვესტერლაკენმა.

ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდასა და განვითარებისთვის იქნება მიმართული,  გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი“ სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: თენგიზ მეზურნიშვილი – „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ჯეიკობ ვესტერლაკენი – „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელი, დირექტორი; იოსებ გოგოლაშვილი – სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; დევი ხეჩინაშვილი – სადაზღვევო კომპანიების  ასოციაციის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი