რეკლამა

ინოვაციები სწრაფი გადახდის ბიზნესში – თიბისი ფეიმ უნაღდო გადახდის სისტემა დანერგა

31 აგვისტო, 2016 • 4027
ინოვაციები სწრაფი გადახდის ბიზნესში – თიბისი ფეიმ უნაღდო გადახდის სისტემა დანერგა

უნაღდო ანგარიშსწორება საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება და 21-ე საუკუნეში სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა, თუმცა ციფრები გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად  მაინც ნაღდ ფულს იყენებს.   

არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები, რომელიც გვიჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის კონკრეტულად რამდენი პროცენტი იყენებს ნაღდ ფულს ანგარიშსწორებისას, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ ბარათით, რამდენიმე ტიპის ოპერაციას ანიჭებენ უპირატესობას – კერძოდ,   82%-ი თანხას ბანკომატიდან ანაღდებს, დანარჩენი 5% ელექტრონულ კომერციას მიმართავს, ხოლო 13%  – ტერმინალით გადახდებს.  

ამ სტატისტიკით გამოდის, რომ ბარათის მფლობელთა უმრავლესობა, ბარათზე არსებულ თანხას ანაღდებს და სწორედ ნაღდ ფულს იყენებს, როგორც გადახდის ძირითად საშუალებას. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში სწრაფი გადახდის ბიზნესი არსებობს და მისი გამოყენების სიხშირეც იზრდება.

სწრაფი გადახდის ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, თიბისი ფეის დირექტორი, დავით კიღურაძე ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

„სწრაფი გადახდის ბიზნესი საქართველოში საინტერესოდ მზარდია. ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჯერ კიდევ მაღალია ნაღდი ფულის მოხმარება საქართველოში, კომერცია ძირითადად მაინც ნაღდი ფულის მეშვეობით ხორციელდება, მოსახლეობა არც ისე მაღალშემოსავლიანია, თვითდასაქმების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. გარდა ამისა, პატარა და საშუალო ზომის კომპანიების ნაწილი ხელფასებს ნაღდი ფულით გასცემს. რა თქმა უნდა, დისტანციური სერვისების მომხმარებელი იზრდება და საბანკო სერვისების გაციფრულებით საქართველო რეგიონში მოწინავეა, თუმცა ნაღდი ფული ისევ მასიურად ტრიალებს მოსახლეობაში. გარდა ამისა, თუ ადრე ჩვენს მომსახურებას ძირითადად დიდი კომპანიები და მეტწილად კომუნალური, კავშირგაბმულობისა და საფინანსო კომპანიები იყენებდნენ, ბოლო დროს მათ რიცხვს დაემატა ბევრი მცირე და საშუალო ზომის კომპანია, რომლებიც კადრების ოპტიმიზაციას ახდენენ და მოსაკრებელს მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატებით იღებენ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გამო საგადახდო სისტემების ბაზარი კიდევ დიდხანს იარსებებს და იქნება მზარდიც. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობა, გავხადოთ ჩვენი სერვისები უფრო მოქნილი, მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ,“- ამბობს დათო კიღურაძე. Untitled

ცოტა რამ თიბისი ფეისა და მისი ინოვაციების შესახებ

თიბისი ფეი 2008 წელს დაფუძნდა და დღეს 100 000 მომხმარებელს ემსახურება ყოველდღიურად. საქართველოს მასშტაბით სულ 2400 მდე სწრაფი გადახდის ტერმინალი აქვს განთავსებული და მომხმარებელს იმის საშუალებას აძლევს, რომ მისთვის ყველაზე ახლომდებარე აპარატიდან, რამოდენიმე წამში განახორციელოს სასურველი ოპერაცია: გადაიხადოს სესხი ან კომუნალური გადასახადი, შეავსოს ბალანსი ტელეფონზე, გადაიხადოს სახელმწიფო მოსაკრებელი ან კერძო კომპანიის მომსახურების საფასური.

„ჩვენს აპარატებში 500-ზე მეტი სერვისია ჩართული. ეს არის მობილური, საბანკო, საფინანსო, დაზღვევის, სახელმწიფო სერვისები, მოსაკრებლები, თითქმის ყველა ტიპის გადასახადი, ისეთებიც, რომლებიც ხშირად ინტერნეტ და მობაილ ბანკით არ არის შემოთავაზებული,“- ამბობს კიღურაძე.

მისივე თქმით,  ეს სერვისები მუდმივად განახლებადია. თიბისი ფეის აპარატებს სულ მალე დაემატება ისეთი კომფორტული მომსახურება, როგორიცაა სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების დაჯავშნა-შეძენა. მუშავდება რეგიონებში მიმავალ ავტობუსებზე ბილეთების დაჯავშნა-შეძენის ფუნქციაც. უკვე შესაძლებელია მომხმარებელმა აპარატიდან შეიძინოს საწვავიც. კერძოდ, თიბისი ფეი მომხმარებელს აპარატიდან „ვისოლის“ ბარათზე ავანსის ჩარიცხვას სთავაზობს, რომლის შემდეგაც მას „ვისოლის“ ქსელში საწვავის შეძენა  შეეძლება.

„სერვისის დახვეწის გარდა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი მომსახურება იყოს მოქნილი და მარტივი. ამისათვის თიბისი ბანკის მომხმარებლებისათვის შეიქმნა ე.წ. პირადი კაბინეტი ფეის აპარატში (Kiosk Banking), რომლიც მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია , შეამოწმოს ნაშთები პირად ანგარიშებზე, ნახოს საკუთარი სესხებისა და დეპოზიტების ნაშთები, გადახდის გრაფიკი ან ვადის ამოწურვის პერიოდი, გადაიტანოს თანხა ერთი ანგარიშიდან მეორეზე, შეავსოს მობილურის ბალანსი ან გადაიხადოს სესხი. ამავე დროს, პირადი კაბინეტის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაგზავნოს განაცხადი სესხის მოთხოვნაზე და ელექტრონულად დაადასტუროს მისთვის დამტკიცებული სესხი. აღნიშნული ფუნქციონალი მნიშვნელოვნად ამარტივებს საბანკო სერვისებით სარგებლობას.“- ამბობს კიღურაძე.

მიუხედავად იმისა, რომ თიბისი ფეის ბიზნესი ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაზე დგას, კომპანიამ გადაწყვიტა, პლასტიკური ბარათების გამოყენების საშუალებაც მიეცა მომხმარებლისათვის. პირველი, რაც ამისათვის გაკეთდა, აპარატებზე ბარათის წამკითხველის დამონტაჟება იყო. ეს წამკითხველი იძლევა საშუალებას, რომ თიბისი ფეის ახლომდებარე აპარატიდან გადასახადი ბარათითაც კი გადაიხადო. ამისათვის არც ხურდის ძებნა იქნება საჭირო და არც სასურველი კუპიურა.

ონლაინ მიმართულება  – tbcpay.ge

2015 წლიდან თიბისი ფეიმ აპარატების ქსელს ვებ პლატფორმაც დაუმატა tbcpay.ge. კიღურაძე განმარტავს, რომ ამ პლატფორმის მიზანი მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაქსიმალურად მორგებული სერვისის შეთავაზება იყო.

„ვებპლატფორმის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მოსაკრებლებისა და გადასახადების გადახდის ერთიანი სისტემა, რომლის გამოყენებითაც ბარათით ძალიან მარტივად და ორგანიზებულად შეიძლება ნებისმიერი გადასახადის გადახდა. გარდა ტრადიციული ბიზნესისა, რომელიც ნაღდი ფულით ოპერაციებს გულისხმობს, აქტიურად ვავითარებთ ვებპლატფორმასაც. ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელი არ შევზღუდოთ მხოლოდ ნაღდი ფულის მომსახურებით,“- ამბობს დათო კიღურაძე.

მისივე თქმით, ვებპლატფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს, ნებისმიერი მის ხელთ არსებული ბარათით. „არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. მაგალითისათვის ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეუძლიათ საკუთარ ოჯახს კომუნალური გადასახადები გადაუხადონ ჩვენი ვებპლატფორმის მეშვეობით. დამეთანხმებით, ეს საკმაოდ მოქნილი სერვისია იმასთან შედარებით, რომ ადამიანმა ფულადი გზავნილი განახორციელოს და შემდეგ მოხდეს ამ ნაღდი ფულით გადასახადის გასტუმრება“- ამბობს კიღურაძე.

თიბისი ფეის ვებპლატფორმას წელს დიზაინიც შეეცვალა და ბევრად მოქნილი გახდა. ამიერიდან ვებ გვერდზე ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას პირადი გვერდი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს ეძლევა საშუალება უფრო სწრაფად მოახდინოს თანხის სასურველ სერვისზე გადახდა, დაიმახსოვროს შაბლონები, ნახოს გადახდების ისტორია და ა.შ.

კითხვაზე თუ რა სხვაობაა ამ შემთხვევაში, ზოგადად ინტერნეტ ბანკსა და თიბისიფეის ვებპლატფორმას შორის, კიღურაძე გვპასუხობს, რომ სხვაობა სერვისების ხელმისაწვდომობაში, ფუნქციონალსა და მოქნილობაშია.  ინტერნეტ ბანკის გამოყენებისას მომხმარებელი კონკრეტულად იმ ბანკის მიერ შემოთვაზებული სერვისებითა და ფუნქციონალით სარგებლობს, რომლის კლიენტიცაა, თიბისი ფეის შემთხვევაში კი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის კლიენტია მომხმარებელი, მთავარია მას მოქმედი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი ქონდეს.

„მთვარი უპირატესობა მაინც ისაა, რომ ჩვენს სისტემაში გაცილებით მეტი სერვისი და კომპანიაა ჩართული, ვიდრე დღეისათვის ინტერნეტბანკის პლატფორმებშია ხელმისაწვდომი. tbcpay.ge-ს დამატებითი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თანხის გადახდა და მისი მიმღების ანგარიშზე ასახვა ხდება მყისიერად, 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. მაგალითად, თუ მომხმარებელს ერთ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვს აღებული სესხი, ხოლო ბარათი სხვა ბანკის აქვს და ესაჭიროება ბარათიდან თანხის გადარიცხვა სესხის გადასახდელად, მას გადახდის განხორციელება ჩვენი ვებგვერდის საშუალებით დასვენების დღეებში და არასამუშაო საათებშიც შეუძლია. ოპერაცია მყისიერად აისახება სესხის ანგარიშზე. იგივე ოპერაცია შესრულებული ინტერნეტ ბანკით, მხოლოდ მომდევნო სამუშაო დღეს აისახება სესხის ანგარიშზე. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევა “- ამბობს დათო კიღურაძე.

სამომავლო გეგმები განახლებული ბრენდით

სამომავლო გეგმები თიბისი ფეის საკმაოდ ბევრი აქვს. შემუშავების პროცესშია რამდენიმე ახალი სერვისი, რომელიც მალე დაინერგება, თუმცა ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

ახლახან განახლდა თიბისი ფეის ბრენდიც, რომელსაც ახალი იმიჯი აქვს და იმ ინოვაციებს პასუხობს, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა. კიღურაძე ამბობს, რომ ციფრულ პლატფორმას მომავალ წლებში კიდევ უფრო განავითარებენ და ეცდებიან ბაზარზე როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების მიმართულებით შეინარჩუნონ ლიდერობა.  

უახლოეს მომავალში დაინერგება ვებპლატფორმის მობილური ვერსიაც, რომელიც თიბისი ფეის მომსახურების მიღებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი