გართობა

ჩაკეცილი ფეხსაცმელი – მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან

9 მარტი, 2018 • 6049
ჩაკეცილი ფეხსაცმელი – მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან

ალბათ, არაერთხელ გაგკვირვებიათ, როგორ ახერხებს აფხაზეთიდან დევნილი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის მოყვარულებს ჩააცვას ტანსაცმელი, რომელიც 1990-იანი წლების საქართველოს ყოველდღიური ჩაცმის სტილს ძალიან ჰგავს. თუ ფიქრობთ, რომ მისი ფანტაზია ოდესმე ამოიწურება, ცდებით. 

ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა დემნა გვასალიას მიერ დაფუძნებული ბრენდის, Vetements-ის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექცია, რომლის ღირსეული წარმომადგენელია კლასიკური სტილის შავი, ტყავის ფეხსაცმელი, ოღონდ… ჩაკეცილი.

ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნდიტან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად. ზოგადად, დემნა გვასალიას ბრენდის პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი