ვაკის საცურაო აუზი – ათწლეულების ლიდერი

ვაკის საცურაო აუზი – ადგილი, სადაც კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე, ზრუნავენ თქვენი განტვირთვისთვის და სიჯანსაღისთვის. ვაკის აუზი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ერთ სივრცეში სურს სიამოვნება მიიღოს ცურვით, ვარჯიშით, მასაჟით და ყველა იმ სერვისით, რომელსაც კომპლექსი გთავაზობთ.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ უნდა აირჩიოთ ვაკის საცურაო აუზი.

ვაკის აუზის წყალი განსაკუთრებულად სუფთა და ჯანსაღია

თბილისში არსებულ საცურაო აუზებს შორის ვაკის აუზს წყლის ხარისხი გამოარჩევს. განსაკუთრებული ფილტრაციის სისტემით 3 500 ტონა წყალი ყოველდღიურად, დღეში სამჯერ, რამდენიმე ეტაპად სუფთავდება ძვირადღირებული ტექნიკის საშუალებით.

ფილტრაციის თანამედროვე მეთოდის გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ წყალში მინარევების, მათ შორის, ქლორის ოდენობის ევროპული სტანდარტი შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ ოლიმპიური ზომის (50 X 22) აუზში ცურვა განსაკუთრებულად მსუბუქი და სასიამოვნოა.

შეგიძლიათ სხვადასხვა სერვისით ისარგებლოთ ერთ სივრცეში

ვაკის საცურაო აუზი კლუბის წევრებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს. თუ თქვენ ფიტნეს ვარჯიშის მოყვარული ხართ და თქვენთვის კარდიო ვარჯიშებია რეკომენდებული, კომპლექსში დაგხვდებათ სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც მაღალი დონის ტრენაჟორებით არის აღჭურვილი.

თუ თქვენი პრიორიტეტი ჯგუფური ვარჯიშებია, მაგალითად, აკვა აერობიკა, პილატესი, კრივი, იოგა ან სხვა, ვაკის საცურაო აუზი მათი დაუფლების შესაძლებლობასაც მოგცემთ.

იმ შემთხვევაში, თუ რელაქსაცია გსურთ, კომპლექსში დაგხვდებათ ჯაკუზები, მშრალი და ორთქლის საუნები, მასაჟისთვის განკუთვნილი ოთახები. სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟებს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მასაჟისტები ჩაგიტარებენ.

ვაკის საცურაო აუზზე შეგიძლიათ როგორც ხელოვნური რუჯის, ისე ბუნებრივი ნამზეურის მიღება. კომპლექსში მოწყობილია სოლარიუმის ოთახები, ხოლო მზის ქვეშ ნამზეურის მისაღებად შეგიძლიათ ვაკის აუზის ვერანდა გამოიყენოთ.

ვაკის საცურაო აუზზე ფუნქციონირებს სილამაზის სალონი, სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის მაღაზია და ეპილაციის ოთახი. ადგილზე ასევე შეძლებთ საუნის მოყვარულებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენასაც.

ასე რომ, აუზიდან გასულებს შეგეძლებათ პირდაპირ წახვიდეთ საქმიან შეხვედრაზე ან წვეულებაზე.

ჯანსაღი კვება

ვაკის საცურაო აუზი ჯანსაღი ცხოვრების წესს არამხოლოდ ფიზიკური დატვირთვის, არამედ კვებით სფეროშიც ამკვიდრებს.

თუ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ წახემსება ვერ მოასწარით, ვაკის აუზის ტერიტორიაზე განახლებულ კაფეში აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ კერძებს, ახლადდაწურულ ხილის წვენებსა თუ დესერტებს. კაფეში ავსტრიული ხარისხით დამზადებული პურ-ფუნთუშეულითა და განსაკუთრებული მომსახურეობით გაგიმასპინძლდებიან.

ვაკის საცურაო აუზის ტერიტორიაზე აუზის წევრებს საშუალება აქვთ, მიირთვან გემრიელი სმუზები, ყავა და სხვა სასმელები, რომლის შეკვეთაც მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ტელეფონების საშუალებით არის შესაძლებელი.

პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, მაშველები და ფიტნეს ინსტრუქტორები

მწვრთნელებისგან პროფესიონალურ ყურადღებას ყოველთვის იგრძნობთ. ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ იგი აუცილებლად დაგაკვირდებათ, რამდენად სწორად ვარჯიშობთ, დაგეხმარებათ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშის შესრულებაში, რათა ყველა კუნთი სწორად და პროპორციულად განავითაროთ.

ვაკის აუზის მწვრთნელების მეგობრული, თუმცა ზოგჯერ პროფესიონალურად მკაცრი მიდგომის წყალობით, სასურველ ფიგურას ძალიან მალე იღებთ, სპორტულად ცხოვრება კი თქვენს ყოველდღიურობად იქცევა. ვაკის საცურაო აუზზე მოსული ყოველი სტუმარი სწორედ ამიტომ ხდება დიდი ოჯახის წევრი.

ფიტნეს ინსტრუქტორის გარდა, აუზის ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებიან პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ნებისმიერ საკითხში.

დაივინგის სწავლის შესაძლებლობა

ვაკის აუზი პირველია სიახლეების შეთავაზებაში. ამჯერად, ვაკის აუზის კომპლექსში შეგიძლიათ შეისწავლოთ დაივინგი.

წყლის ფსკერზე ცურვა არა მხოლოდ ფიზიკურ, აგრეთვე ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს. ყვინთვის დისციპლინა ამუშავებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა და თვითკონტროლი. თუ თქვენ დასვენებას კუნძულზე გეგმავთ, შეგიძლიათ თამამად სცადოთ დაივინგი მას შემდეგ, რაც ვაკის აუზზე გაივლით ხანმოკლე, თუმცა ძალიან ინტენსიურ კურსს.

პ.ს. ვაკის აუზი თავისი წევრებისთვის საყვარელი და შეუცვლელი ადგილია. კომპლექსის ადმინისტრაცია ამაყობს, რომ წლების განმავლობაში ერთგულად ზრუნავდა თქვენზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი