„ადამიანის რეპროდუქცია და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები“ – კონფერენცია [ანონსი]

15 ივლისს, კვირას, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციას უმასპინძლებს

„ადამიანის რეპროდუქცია და თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები“

ორგანიზატორები:

  • გინეკოლოგიური ქირურგიის ევროპული აკადემია (EAGS) (პროფ. ვ. ტანოსი)
  • ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა (პროფ. არსენ გვენეტაძე)
  • თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

პირველად საქართველოში, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში, წარმოდგენილი იქნება სიახლე-ბუნებრივი „სელექცია“ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობაში.
მომხსენებელი: პროფ.  ვ. ომბლეტი (ბელგია)

ევროპის წამყვანი  რეპროდუქციული  კლინიკების გამოცდილებას ქართველ და უცხოელ კოლეგებს ასევე გაუზიარებენ:

  • პროფ. ა. გვენეტაძე  (საქართველო)
  • პროფ. ა. ბაშირი (ისრაელი)
  • პროფ. ვ. ომბლეტი (ბელგია)
  • პროფ. ვ. ტანოსი (კვიპროსი)
  • პროფ. ს.  ალ-ახრასი (ეგვიპტე)
  • პროფ. რ. კამპო (ბელგია)

კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს 100 წლის იუბილეს.

კონფერენციის დასაწყისი: 2018 წლის 15 ივლისი 08:30 სთ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, I სართული, აუდიტორია 107
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი