ფენ შუის რჩევები ხელმძღვანელის კაბინეტისთვის და მიკრო სესხი

მიკრო სესხი სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4finance –ს ბრენდისგან vivus ge.

Vivus ge გახლავთ ბრენდი, რომელმაც პირველმა შემოიტანა ონლაინ სესხები საქართველოში და უკვე მეოთხე წელია რაც ბაზრის უპირობო ლიდერის სტატუსს არ თმობს.

მისი წარმატების საიდუმლო გახლავთ, სწრაფი, მარტივი და კომფორტული სესხები.

გარდა ამისა, vivus ge მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ vivus -ისგან სესხის აღება არამხოლოდ კომფორტული, არამედ იაფიც გახლავთ.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის მეორე თემას, ფენ შუის მიხედვით ხელმძღვანელის კაბინეტის მოწყობას, სპეციალისტები გვირჩევენ:

რჩევა N1 – ადგილმდებარეობა

იმ შემთხვევაში თუ დაწესებულება რამდენიმე სართულიან შენობაში მდებარეობს, ხელმძღვანელის კაბინეტი ბოლო სართულზე უნდა იყოს განთავსებული.

ამ რჩევას ფენ-შუისტები ხსნიან იმ გარემოებით, რომ კიბეზე ასვლა პროგრესისა და კარიერული აღმასვლის სიმბოლოა.

ასევე, არ არის რეკომენდირებული, ხელმძღვანელის კაბინეტის განთავსება გრძელი დერეფნის ბოლოში. ფენ-შუისტების აზრით, სამუშაო ოთახის ეს ადგილმდებარეობა ცუდ გავლენას ახდენს ხელმძღვანელი პირის ავტორიტეტზე.

კიდევ ერთი ცუდი გადაწყვეტილებაა, ხელმძღვანელის კაბინეტის საპირფარეშოსთან ახლოს განთავსება, რადგან საპირფარეშო ნეგატიური ენერგიის წყარო გახლავთ.

რჩევა N2 – კაბინეტის ფორმა და ინტერიერი

ხელმძღვანელის კაბინეტის იდეალური ფორმა გახლავთ კვადრატი ან მართკუთხედი.

რჩევა N3 – სამუშაო მაგიდა

ფენ-შუის წესების მიხედვით ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდა მისი სამუშაო ოთახის ცენტრალური ფიგურა უნდა იყოს.

მისი მდებარეობისთვის, იდეალური ადგილია შემოსასვლელი კარის დიაგონალზე, ამავე კარისგან მაქსიმალურად მოშორებით განთავსება.

სამუშაო მაგიდის უკან, უნდა იყოს კედელი, რაც მთის სიმბოლოა და საიმედოდ დაიცავს მაგიდის მფლობელს.

არ შეიძლება:
  • მაგიდის კუთხეში ან ისეთ ადგილას დადგმა, რომ მასთან მჯდომიარე ადამიანი ზურგს აქცევდეს კარს ან ფანჯარას.

სამუშაო მაგიდის ზომა უნდა იყოს მისი მფლობელის სტატუსისა და იმ შენობის ზომის პროპორციული, სადაც ეს მაგიდა დგას.

აუცილებელია, რომ ხელმძღვანელის მაგიდა სხვა თანამშრომლების მაგიდებზე უფრო დიდი ზომის იყოს, რადგან ეს ძალაუფლებისა და მაღალი სტატუსის სიმბოლო იქნება.

რაც შეეხება მაგიდის დიზაინს, პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ის მარტივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.

სასურველია სიმეტრიული დიზაინი.

იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელის მაგიდას აქვს უჯრები, მაშინ მაგიდის მარჯვენა და მარხენა მხარეს მდებარე ყველა უჯრა ერთმანეთის მსგავსი ზომისა და დიზაინის უნდა იყოს.

ფენ-შუისტების აზრით, უჯრების ასეთი განლაგება, მაგიდის მფლობელს ფენ-შუის მაგიური ცხოველების მფარველობითა და დაცვით უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ფენ -შუი გახლავთ სივრცის მოწყობის ხელოვნება, რომლის მიმდევრებსაც სწამთ, რომ ფენ-შუის წესების დაცვას კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი