acceptance-of-contract-terms15-092717

DRC – დავების ეფექტური გადაწყვეტა ძლიერი ეკონომიკისთვის

DRC – დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც იხილავს ქონებრივ, მათ შორის სესხის, ნასყიდობის, ნარდობის, შრომის და სხვა სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებულ დავებს.

DRCის პარტნიორია BAG-ი – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქვეყნის ლიდერი კომპანიებისა და ბიზნესმენების გაერთიანება, რომელიც არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებით, ხელს უწყობს DRC-ის ჩამოყალიბდეს როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო კომერციული დავების განმხილველ ინსტიტუტად.

DRC-ი გირჩევთ, საარბიტრაჟო შეთანხმება მიაღწიოთ დავის წარმოშობამდე, ცალკე ხელშეკრულებით ან ძირითად ხელშეკრულებაში (სესხის, შრომის, ნასყიდობის, ნარდობის ან სხვა ტიპის ხელშეკრულებაში) საარბიტრაჟო დათქმით. DRC-ი, როგორც პოტენციური დავის განმხილველი საარბიტრაჟო დაწესებულება, გათვალისწინებულია საქართველოში არსებულ სამოქალაქო კონტრაქტების ძალიან დიდ ნაწილში. შესაბამისად, ყოველწლიურად 1200-ზე მეტი დავა განიხილება DRC-ის მიერ და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

22403925_1576733629016515_1895268966_o

DRC-ს ენდობა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ უცხოურიც, რადგან მას გააჩნია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო დავათა განხილვის გამოცდილებაც, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მოქნილი და ეფექტური საარბიტრაჟო წესები. უფრო მეტიც, DRC-ი, გათვალისწინებულია FIDIC-ის (ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის) წესების საფუძველზე უცხოური უმსხვილესი კორპორაციების კონტრაქტებში. ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილ დავაზე DRC-ის, როგორც დამნიშვნელი ორგანოს მიერ დანიშნულ იქნა „დავების საბჭოს წევრი“, რომლითაც DRCის მიერ შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი ქართულ საარბიტრაჟო წარმოებაში.

DRC-ის სტრუქტურა და საარბიტრაჟო განხილვის წესები უზრუნველყოფენ დავის სწრაფად, ნაკლები დანახარჯებით განხილვას, მხარეთა მაქსიმალურ ავტონომიას და ჩართულობას როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის, ასევე საარბიტრაჟო განხილვის პროცედურებში, და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აღსრულებადი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებას.

DRC-ის გააჩნია არბიტრთა სია. მის შემადგენლობაში შემავალი ყველა არბიტრი გახლავთ მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტი, რომლებიც ასევე არიან „საქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ წევრები. მათი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და დამტკიცდა „არბიტრთა ეთიკის კოდექსი“.

რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა:

„ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348)“.

______________________________

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას #71, მე-2 სართული, ოფისი #11

ტელეფონი: 032 2 207 32

ვებგვერდი: www.drc.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი