როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი დღის დაგეგმვა და სად მივიღოთ eloan

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი დღის დაგეგმვა და სად მივიღოთ eloan?

eloan ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში vivus 4finance.

Vivus გთავაზობთ 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის პროცენტიან სესხებს 30 დღის ვადით.

Vivus credit -ის მიღება შეუძლია 21-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, აქვს საქართველოში მოქმედი საბანკო ანგარიში და შეუძლია სესხის გადახდა.

რაც შეეხება მოსწავლისთვის, საკუთარი დღის სწორად გადანაწილების სწავლებასა და მისი დროის სწორად დაგეგმვის ჩვევად ქცევას, სპეციალისტები შემდეგ მეთოდებს უწევენ რეკომენდაციას:

მისაბაძი მაგალითი

ბავშვები ყოველთვის ბაძავენ მშობლებს, უფროს დებსა და ძმებს, ოჯახის წევრებს და ა.შ.

სწორედ ამიტომ, თუ გსურთ მისთვის დროის დაგეგმვის ჩვევის ჩამოყალიბება, პირველ რიგში, თავად უნდა იყოთ მოწესრიგებული.

იქონიოთ ოჯახში გეგმა, სხვადსხვა გრაფიკები და ა.შ.

ამით, თქვენს პატარას, უფრო მარტივად უბიძგებთ, მისი პირადი გეგმისა და განრიგის წარმოებისკენ.

საუბარი დროზე

ბავშვის თანდასწრებით ისაუბრეთ ამა თუ იმ საქმის ხანგრძლივობასა და თქვენს პირად განრიგზე.

ასეთი საუბრები მას დროის არსის გააზრებაში დაეხმარება.

პრაქტიკული გაკვეთილი

ბავშვთან ერთად, დაგეგმეთ რამდენიმე ეტაპიანი არდადეგები ან უიქენდი.

მიეცით საშუალება თავადაც მიიღოს მონაწილეობა გეგმის შედგენაში, მის განხორციელებაში და განხორციელების პროცესის მონიტორინგი მას მიანდეთ.

ამით ბავშვი ძალიან გაერთობა, იგრძნობს პასუხისმგებლობას და თანაც დროის დაგეგმვის მნიშვნელობას საკუთარ თავზე გამოცდის.

უყიდეთ ტაიმერი

შეიძინეთ ტაიმერი და მეცადინეობის დაწყებისას დაუნიშნეთ დრო.

ეს დაეხმარება ბავშვს, არამხოლოდ დროის არსისა და მისი დაგეგმვის პროცესის შესწავლაში, არამედ ხალისსა და მცირეოდენ აზარტს შესძენს მეცადინეობის პროცესს.

არსებობს საშიშროება, რომ ტაიმერმა ბავშვს ყურადღება გაუფანტოს, სწავლაზე კონცენტრირებაში შეუშალოს ხელი და დადებითის ნაცვლად, უარყოფითი შედეგი გამოიღოს.

ასეთ შემთხვევაში ისღა დაგრჩენიათ, რომ ტაიმერი გეგმიდან ამიოღოთ.

დროის შეგრძნების პრაქტიკული გაკვეთილი

ნელ-ნელა დაათვლევინეთ და დაამახსოვრებინეთ ბავშვს ის დრო რომელიც მეცადინეობისთვის სჭირდება. (ამაში ტაიმერიც დაგეხმარებათ)

ეს ეხება მთლიან სამეცადინო დროსაც და თითო სასკოლო საგნის დავალებების მოსამზადებლად საჭირო დროსაც.

ასევე გამოუყავით დრო კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურისთვის, სპორტის, ჰობისა და თამაშისთვის.

მასთან ერთად დათვალეთ და დაამახსოვრებინეთ თუ რა დროს მოითხოვს თითოეული ზემოაღნიშნული აქტივობა.

დაეხმარეთ მთლიანი კვირის გეგმის შედგენაში ან თავად შეადგინეთ გეგმა, ოღონდ მისი თანამონაწილეობით და ასწავლეთ ამ გეგმის მიხედვით ცხოვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი