17553742_1172785516182450_2195365936215249517_n_cr

ისწავლე მაგისტრატურაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, შეგახსენებთ, რომ თვითდაფინანსებული სტუდენტებისათვის ამ უნივერსიტეტში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივნისი !!!

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 2017/2018 აკადემიური წლისათვის განაცხადებს იღებს 52 სხვადასხვა პროგრამაზე შემდეგ დისციპლინებში:

  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამარათალი
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დარეგისტრირდით ლინკზე http://bit.ly/2eRh34y
და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებთან და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2017 წლის 1 ივნისისა.

ამ დროისათვის აპლიკანტებს უნდა შეეძლოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი რომელიმე ტესტის ქულის წარმოდგენა
სასწავლო პროგრამებზე და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

– თბილისი – ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;
– ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. 275817
– ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ;
ტელ.: 221551
– თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: 273139
– ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. I I სართული; ტელ.: 551710071

11016814_709737215820618_7122942047964168448_nუნივერსიტეტის და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Center for International Education – Tbilisi

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი