1-logo

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხმარებელს ახალ ვებ პლატფორმას შესთავაზებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ ვებპორტალს შესთავაზებს. ვებგვერდზე მუშაობს კომპანია World Wide Web Intelligence, რომელიც ტენდერის საშუალებით შეირჩა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ონლაინ პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს საზოგადოებასთან მუდმივ ინტერაქციას და სთავაზობს საინტერესო მულტიმედიურ პროდუქტს.

ახალი ვებგვერდი მაქსიმალურად იქნება მორგებული თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნებს და საჭიროებებს. შესთავაზებს მათ ოპერატიულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც ღირებულია მომხმარებლისთვის, ზრდის ინფორმირებულობის დონეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვებგვერდი ორიენტირებული იქნება განათავსოს ახალი ამბები, ასევე გადაცემები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა პლატფორმები აწარმოებენ და ის ორიგინალური მულტიმედიური პროექტები, რომლებიც უშუალოდ ვებგვერდისთვის იქმნება, ისეთები როგორებიცაა: #თქვი და „სტუმარ-მასპინძელი“, „მე რეპორტიორი“ და „ბლოგები“.

განსხვავებით ძველი ვებგვერდისგან, ახალს ინფორმაციის შეთავაზების ორი განსხვავებული სტრუქტურა ექნება, რომლის არჩევაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ. შენარჩუნდება ვებგვერდზე პერსონალური ანგარიშის შექმნის ფუნქცია, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია განათავსოს ინფორმაცია და დაიმახსოვროს მისთვის სასურველი მასალა, რომლის ნახვაც მოგვიანებით სურს, ასევე მონიშნოს ის თემატური კატეგორიები, რომლის ნახვაც ყველაზე პრიორიტეტულია მისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი წარმოადგენს ერთგვარ არქივსაც, რომლის ნახვა და სოციალურ ქსელში გაზიერება ყველა მომხმარებელს შეუძლია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდი ეტაპობრივად იხვეწებოდა და მასში ინტეგრირდებოდა თანამედროვე მახასიათებლები, თუმცა ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულიად ახალ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი