17634789_1367219243335757_6577159041752171182_n (1)_cr

კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად კონკურსი 3 აპრილს გამოაცხადა. გადაცემების შერჩევა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებისთვის:

  1. სოციალური
  2. კულტურა
  3. შემეცნებით-საგანმანათლებლო
  4. შემეცნებით-გასართობი
  5. საბავშო-ახალგაზრდული

გადაცემებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისგან, ასევე მოწვეული პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ მაღალი კომპეტენცია და საზოგადოების ნდობით სარგებლობენ. კომისიას უხელმძღვანელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი – თამარ ბართაია, სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი – დავით ბუხრიკიძე; სცენარისტი, რეჟისორი – სოფო ბაბლუანი. აგრეთვე, თეო მაზმიშვილი- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი. რუსუდან მანჯგალაძე – სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი; კოტე ჯანდიერი – დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი; თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი; კახაბერ ბუხრაშვილი – ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი; რუსუდან ახვლედიანი- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი; თამარ კაციტაძე – ონლაინ მედია ხელმძღვანელი;

განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით, მსურველებს აპლიკაციის შევსება 25 აპრილის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე: http://1tv.ge/projects/showcontest/

პროექტების შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, პროექტები კომისიის წევრების მიერ, შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან წარმოდგენილი პროექტის საპრეზენტაციოდ. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მოეთხოვებათ წარმოდგენილი პროექტების პილოტის მომზადება, რომელსაც შეაფასებს კომისია და ასევე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიმების შეფასების საფუძველზე გამოვლენს საუკეთესო პროექტებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი