shota_rexviashvili

შოთა რეხვიაშვილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსისა და ლტოლვილთა ნამუშევრების  გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში  გამართულ გამოფენაში ლტოლვილთა ინტეგრაციის  ცენტრის   „ღია სახლის“  11-მა ბენეფიციარმა, ერაყიდან და უკრაინიდან, 100-მდე   ნამუშევარი – ნახატები, ფოტოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და თოჯინები წარმოადგინეს.

„ღია სახლი“  საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობით შეიქმნა. ცენტრი თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი