ინდოელმა ოფიცერმა შიშველი ფოტოების სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაცია გასცა

ნიუ დელის პოლიციამ საჰაერო ძალების ოფიცერი, 51 წლის არუნ მარუაჰა სექსუალური შინაარსის ფოტოების სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციის გადაცვლის ბრალდებით, დააკვა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

მედიასაშალების ცნობით, პაკისტანის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ფეიბსუქზე ქალის ყალბი სახელებით დარეგისტრირდნენ, დაუმეგობრდნენ ინდოელ ოფიცერს, რომელსაც თავის პირად გევრდზე მრავლად ჰქონდა გამოქვეყნებული საკუთარი საქმიანობის ამსახველი ფოტოები. ის ამ ფოტებზე აღბეჭდილი იყო, როგორ ხტებოდა პარაშუტით, როგორ მგზავრობდა სამხედრო თვითმფრინავით და ა.შ. კაპიტანი არუნ მარუაჰა, რომელიც მომავალ წელს პენსიაზე გადიოდა, პარაშუტით ხტომის სამხედრო ინსპექტორი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, ჯაშუშებსა და ოფიცერს შორის საუბარი ჯერ ფეისბუკზე დაიწყო, შემდეგ კი WhatsApp-ის აპლიკაციით გაგრძელდა. აღნიშნული აპლიკაცია ინდოეთში ძალიან პოპულარულია, მას 200 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს და ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, რადგან მისი მიმოწერა დაშიფრულია.

როგორც გამოძიება აცხადებს, არუნ მარუაჰა თავისი ტელეფონით უღებდა ფოტოებს ინდოეთის სამხედრო ძალების საიდუმლო დოკუმენტებს, შემდეგ კი უგზავნიდა ორ ახალ “მეგობარს”. დოკუმენტები კი შეიცავდა ისეთ ცნობებს, როგორიც არის, მაგალითად, ინფორმაცია ინდოეთის სეპცსამსახურების ახალი კიბერ-ოპერაციების შესახებ. სანაცვლოდ, ინდოელი სამხედრო  სექსუალური შინაარსის ფოტოებს იღებდა პაკისტანელი ჯაშუშებისგან.

ოფიცერი დააკავეს მაშინ, როდესაც ინდოეთის საჰაერო ძალების შტაბ-ბინაში ტელეფონი შეიტანა, რაც, კანონით აკრძალულია. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოეთის სამხედრო მსგავს  სიტუაციაში ხვდება. 2015 წელს ინდოეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთმა მფრინავმა ბრიტანელ ჟურნალისტს საიდუმლო ინფორმაცია ფულის სანაცვლოდ გადასცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან