კოსმოსში მანქანის გაფრენამდე, საქართველოში ხინკლის დასაჭერი შექმნეს

სანამ ილონ მასკის მიერ შექმნილი მანქანა კოსმოსში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაფრინდებოდა, საქართველოში უნიკალური ხინკლის ჭერის მოწყობილობა HOP-HOP შეიქმნა, თუმცა ამ მიღწევას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია მსოფლიოს მასშტაბით.

გაინტერესებთ, თუ როგორ უნდა მიირთვათ ხინკალი ხელის დაწვის გარეშე ისე, რომ ხელიც არ დაგესვაროთ და წვენიც არ დაგეღვაროთ? – ამისთვის თქვენ ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილი ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა ნამდვილად უნიკალური მოწყობილობა დაგეხმარებათ.

ნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდით ამაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.